ივანე ცისკაძის სახელოსნოში სპორტსმენებიც არიან და მონარქებიც" />

თბილისელი მოქანდაკის ისტორია. ვიდეო

ივანე ცისკაძის სახელოსნოში სპორტსმენებიც არიან და მონარქებიც

ივანე (მალხაზ) ცისკაძის სახელოსნოში ბევრი საინტერესო ქანდაკების ესკიზს შეხვდებით.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია თამარ მეფის ძეგლი. ეს თამარ მეფის პირველი ქანდაკებაა საქართველოში, რომელიც 19 წლის წინ ახალციხეში დაიდგა. ძეგლი 4 მეტრი სიმაღლისაა, მის შესაქმნელად ოსტატს 78 ტონა ქვა დასჭირდა.

ბორის პაიჭაძის ბრინჯაოს ქანდაკებაც, რომელიც დინამო არენას წინ დგას, ამ სახელოსნოშია შექმნილი. ფეხბურთის აკადემიის კედელზე გამოსახული ვიტალი დარასელიას რელიეფიც და სამბოში მსოფლიო ჩემპიონის – არჩილ ჩოხელის ძეგლიც. ივანეს ძალიან უყვარს სპორტი.

ქანდაკება, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპულ მეომრებს ეძღვნება, ივანემ საკუთარ სახლთან სკვერში დადგა.  ავტორმა  მას “ამირანი” დაარქვა. აქ გამოსახულია ორთავიანი არწივი და მიჯაჭვული ამირანი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ