კომენტარები: მკვლელობები, აფეთქებები, პოლიტიკური მალაყები და აღორძინებული თეატრი" />

ზღვისპირეთის კარმა – რა იყო დასამახსოვრებელი აფხაზეთში 2017 წელს

კომენტარები: მკვლელობები, აფეთქებები, პოლიტიკური მალაყები და აღორძინებული თეატრი

ფოტო: დმიტრი სტატიანოვი, JAMnews

2017 წელს სოფელი პრიმორსკოე აფხაზეთის ცენტრად იქცა, თუმცა – სრულიად ნეგატიური აზრით.

ჯერ კიდევ ახლახან გუდაუთის რაიონის ამ დასახლებულ პუნქტს არსაული ერქვა. თუმცა, 2017 წლის დასაწყისში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, სოფელს მისი საბჭოური სახელი დაუბრუნეს – პრიმორსკოე. სხვათა შორის, იმ დროს ეს ადგილი თავისი სამკურნალო წყლებით იყო განთქმული.

სახელის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ძველი სახელწოდება იმ ტურისტებს მიიზიდავდა, ვისაც ამ სოფელში საბჭოურად დასვენება ენატრებოდა.

და რებრენდინგი სწორედ ტურიზმის თვალსაზრისით გამოდგა გახმაურებული. 2017 წლის 11 ივლისს პრიმორსკოეს სანაპიროზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ ამბავმა ყველა სატელეგრაფო სააგენტო მოიარა და სულის სიღრმემდე შეაძრწუნა აფხაზეთის საზოგადოება.

ორი ძმა – ჯინჯოლიები, რომლებიც მეზობელი სოფლის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ, შეიარაღებულები სანაპიროზე გავიდნენ და სოფელში დასასვენებლად მყოფი ორი ქალი და ბავშვები მძევლებად აიყვანეს; დამნაშავეებმა ერთ-ერთი ოჯახის მამა მოკლეს, მეორე კი უახლოეს ბანკომატთან ფულის მოსატანად გააგზავნეს.

მოგვიანებით, როდესაც ისინი დააკავეს, აღმოჩნდა, რომ ამგვარი ჩანაფიქრი მათთვის ჩვეული საქმე იყო.

დანაშაულმა იმდენად გააოგნა ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომ დამნაშავეების საპოვნელად მათ მთელი უახლოესი ტერიტორია პოლიციასთან ერთად გადაჩხრიკეს. ხელისუფლებამ, დამნაშავეების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ადგილობრივი რეალიებისთვის უპრეცედენტო ჯილდო დააწესა – 1 მილიონი რუბლი (დაახლოებით $17 ათასი).

მაგრამ ჯილდოს გადახდა საჭირო არ გახდა. ერთ-ერთი ძმა მილიციამ აღმოაჩინა, მეორე კი ნათესავების იძულებით თავად ჩაბარდა ხელისუფლებას.

სამი კვირის შემდეგ, 2 აგვისტოს, პრიმორსკოემ ისევ შეახსენა ყველას თავი. თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობში, რომელიც უშუალოდ სოფლის სიახლოვეს მდებარეობდა, აფეთქებების სერია მოხდა და სოფელი ორი დღე-ღამით სიცოცხლისთვის საშიშ ზონად იქცა.

დაიღუპა ორი რუსი ტურისტი ქალი, 60 ადამიანი დაიჭრა, რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ახლომდებარე ტერიტორიაზე აქამდე გამნაღმველები მუშაობენ.

არადა, ყველაფერი რა ოპტიმისტურად დაიწყო.

ფოტო: დმიტრი სტატიანოვი, JAMnews

სამეურნეო არჩევნები

ფხაზეთმა მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ასევე ამბობდა, რომ საჭიროა შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. არც იმ პარლამენტის დეპუტატები იყვნენ ამ სიახლის წინააღმდეგ.

თუმცა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ისევ ვერ მოასწრეს და არჩევნები იმ ძველი, მაჟორიტარული მოდელით ჩატარდა, რომელსაც ყველა ასე აკრიტიკებდა.

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა, JAMnews

აფხაზეთის ამომრჩეველმა იდეების და პროგრამების ბრძოლა ისევ ვერ ნახა. კანდიდატები, გამარჯვების მიზნით, მწყობრიდან გამოსულ წყალსადენს არემონტებდნენ – ყველა თავის უბანზე, აგებდნენ გზებს – ასევე ყველა თავის უბანზე, სადარბაზოებში ნათურებს ამაგრებდნენ, ბორდიურებს ღებავდნენ და შაბათობებს აწყობდნენ.

საბოლოოდ აფხაზეთის პარლამენტმა მეურნეების უნარ-ჩვევების მქონე 35 „კარგი პარტია“ მიიღო.

თუმცა, არჩევნებიდან პოზიტივი მაინც შემორჩა, მან ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გარკვეულწილად სტაბილიზება მოახდინა. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადადგომისკენ მოუწოდებდა, არჩევნების შემდეგ ბარიკადებიდან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საფუძვლიან მზადებაზე გადავიდა.

წლის პოლიტიკური მალაყი

ფხაზეთის პოლიტიკურმა ლანდშაფტმა მოულოდნელად ფორმირების ცვლა დაიწყო. 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ზოგიერთ წამყვან მოთამაშეს, როგორც ჩანს, არჩევნებზე ახალი ფორმატით მისვლა აქვს გადაწყვეტილი. კერძოდ კი, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდებიან, და პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს წარადგენენ.

ეს იდეა პირველად აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრ ანქვაბმა გამოთქვა. ამ ფორმულის მიხედვით, ორი აქამდე შეურიგებელი პოლიტიკოსი – ყოფილი პრეზიდენტი ანქვაბი და ამჟამად მოქმედი რაულ ხაჯიმბა – ერთიანდებიან და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარდგებიან.

მართალია, ახლად შექმნილი კავშირის შესახებ ჯერ არაფერი გამოცხდებულა, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს დროის საქმეა. აფხაზეთის ელექტორატი მუდმივი პოლიტიკური ბრძოლის მდგომარეობაში ცხოვრობს და ამ საკმაოდ მრავალფეროვანმა კავშირმა, შესაძლოა, მას რეალური მოტივაცია შესძინოს – შეაჩეროს საზოგადოების დაყოფა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მიმდინარეობს, და საზოგადოება თანხმობამდე მიიყვანოს.

თეატრალური გარდასახვა

უკი სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ეს წელი აფხაზეთისთვის განსაკუთრებულად წარმატებული არ ყოფილა, კულტურის თვალსაზრისით, 2017 წელი ბევრს დიდხანს ემახსოვრება და ეს ყველაფერი ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსული სახელმწიფო თეატრის ახლი დირექტორის, ირაკლი ხინთბას წყალობით.

 

ხინთბა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – პრეზიდენტ ხაჯიმბას მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. როდესაც ის ამ სრულიად არა მისი პროფილის სამუშაოს შეუდგა, თავიდან ამის გამო, სოხუმის კაფეებში მას მსუბუქად დასცინოდნენ კიდეც.

თუმცა, მალე გაირკვა, რომ ირაკლი ხინთბა არამხოლოდ კარგი დიპლომატი და პოლიტოლოგია, არამედ ფრიად ეფექტური თეატრალური მენეჯერიც. მან მომაკვდავ თეატრს არამხოლოდ ახალი სიცოცხლე შესძინა, არამედ ის აფხაზეთის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრადაც აქცია.

ახლა პრაქტიკულად ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიმდინარეობს – სოხუმში თეატრში სიარული მოდური გახდა.

ირაკლი ხინთბამ არამხოლოდ მაყურებლის თეატრში მიზიდვა შეძლო, არამედ – იმ სტერეოტიპის დამსხვრევაც, თითქოს კულტურაში ფინანსურ ინვესტიციას არანარი შედეგი არ მოაქვს. 2017 წელს ირაკლი ხინთბას თეატრმა 11 მილიონი რუბლი (დაახლოებით $190 ათასი) გამოიმუშავა.

ირაკლი ხინთბა თავად ამბობს, რომ აქ არავითარი „წარმატების საიდუმლო“ არ არსებობს. ზოგჯერ, როდესაც საკმარისი მუშახელი არ იყო, ირაკლი ხინთბა ქალაქში საკუთარი ხელით აკრავდა აფიშებს და სალაროში ბილეთებს ყიდდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყველა სპექტაკლის წინ მაყურებელს თეატრის შესასვლელთან დირექტორი პირადად ხვდება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ამავე თემაზე

აზერბაიჯანი 2017 წელს

აზერბაიჯანი 2017 წელს

აფხაზეთი:  2016 წლის ხუთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა

აფხაზეთი: 2016 წლის ხუთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა

აფხაზეთის რომელი მოვლენები განიხილებოდა წამყვან საერთაშორისო მედიაში 2017 წელს?

აფხაზეთის რომელი მოვლენები განიხილებოდა წამყვან საერთაშორისო მედიაში 2017 წელს?

აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ

აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ

აფხაზეთში ქართველებით დასახლებულ გალში არჩევნები ქართველების მოქალაქეობის თემაზე ტარდებოდა, და არა - პარლამენტის

აფხაზეთში ქართველებით დასახლებულ გალში არჩევნები ქართველების მოქალაქეობის თემაზე ტარდებოდა, და არა - პარლამენტის

საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება - NDI

საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება - NDI

სომხეთი: რა მოხდებოდა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ შევსულიყავით

სომხეთი: რა მოხდებოდა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ შევსულიყავით

სომხეთის მოქმედი ხელისუფლება მომავალ მთავრობას უამრავ პრობლემას უტოვებს

სომხეთის მოქმედი ხელისუფლება მომავალ მთავრობას უამრავ პრობლემას უტოვებს

ქართველი პარტიზანის შეწყალების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტი შესაძლოა პოსტს დაემშვიდობოს

ქართველი პარტიზანის შეწყალების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტი შესაძლოა პოსტს დაემშვიდობოს


ასევე წაიკითხეთ