JAMnews-ის პირველი სტატია ციკლიდან "სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი სამი ნაბიჯი" " />

ვინ ვინ არის სომხეთის „რევოლუციურ“ მთავრობაში?

JAMnews-ის პირველი სტატია ციკლიდან "სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი სამი ნაბიჯი"

2018 წელს –  პირველად დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში – ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა. ხანგრძლივ მასობრივ საპროტესტო აქციებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობდა. და რვა მაისს პარლამენტმა ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი პრემიერ-მინისტრად აირჩია.

JAMnews-ი იწყებს ახალ ციკლს, რომელიც რევოლუციონერი პრემიერის პირველ ნაბიჯებს ეხება. ამ სტატიაში დაწვრილებითაა განხილული სომხეთის მე-15 მთავრობა, რომელიც ფაშინიანმა ჩამოაყალიბა.

ციკლი სამი დამოუკიდებელი ტექსისგან შედგება: ამჯერად ახალი მთავრობის ფორმირების ყველა დეტალს მიმოვიხილავთ. მეორე პუბლიკაცია კორუფციასთან ბრძოლაში გადადგმულ ნაბიჯებს შეეხება, მესამე კი, საარჩევნო რეფორმას აღწერს.

К

კონსტიტუცია პრემიერს კაბინეტის 15 დღეში ფორმირების საშუალებას აძლევდა, მაგრამ ყველა საკადრო გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნა მიღებული. 21 მაისს მთავრობამ ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

მთავრობა სამი ვიცე-პრემიერისა და 17 მინისტრისგან შედგება.

საკადრო გადაწყვეტილებები

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრად არჩევამდე განსაზღვრა თავისი მთავრობის ფორმირების პრინციპები:

  • არ დაიწყება საკადრო წმენდა
  • არ იქნება გამოყენებული ისეთი მიდგომა, როგორიცაა „ჩემი-უცხო“
  • არ გათავისუფლდებიან დიდი პოტენციალის მქონე თანამშრომლები
  • აღარ იმოქმედებს „ნათესავებისა და ახლობლების დაწინაურების“ პრინციპი.

თუკი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევების რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა მთავრობა დიდი პოტენციალის მქონე ადამიანების  სიმრავლით არ გამოირჩეოდა.

ახალი მთავრობის  სხვადასხვა რგოლების ხელმძღვანელების უმრავლესობას ნიკოლ პაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრები, მისი უახლოესი  მეგობრები და ნათესავები წარმოადგენენ.

ახალგაზრდების მთავრობა

ვიცეპრემიერი ტიგრან ავინიანი და დიასპორის საქმეთა მინისტრი მხითარ აირაპეტიანი მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრები არიან. ავინიანი 29 წლისაა, აირაპეტიანი – 28-ის.

ცხრა მინისტრს ჯერ ორმოცი წელიც არ შესრულებია. კაბინეტის ყველაზე ასაკოვანი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი, 52 წლისაა.

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 43 წლისაა.

არამხოლოდ მინისტრები, არამედ ხელისუფლების სხვა რგოლების ხელმძღვანელებიც „გაახალგაზრდავდნენ“. მაგალითად, სოფელ ლუსახოშის ხელმძღვანელის თანამდებობა 25 წლის სტუდენტმა, ნარინე გალსტიანმა დაიკავა.

გაახალგაზრდავების პროცესში საინტერესო კაზუსებიც დაფიქსირდა. დიასპორების საქმეთა მინისტრის მრჩევლად 27 წლის ვაგარშაკ ჰაკობიანი  დაინიშნა. ამის პასუხად სომხურმა მედიამ განაცხადა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მას კიდევ სამი წლის მანძილზე – 30 წლის ასაკის შესრულებამდე –  არ აქვს მინისტრისათვის რჩევების მიცემის უფლება.

სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონის თვალსაზრისით დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჰაკობიანის კანდიდატურა სრულად შეესაბამება ამ პოზიციის მოთხოვნებს. თუმცა, ის მრჩეველის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს და მინისტრის თანაშემწედ დანიშნეს.

რევოლუციური მთავრობა

მინისტრთა კაბინეტის სავარძლები, პირველ რიგში, რევოლუციის მონაწილეებმა მიიღეს. კერძოდ:

  • ორმა ვიცეპრემიერმა,
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,
  • დიასპორის მინისტრმა,
  • ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრმა,
  • სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსმა,
  • უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ოპოზიციონერებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და აღნიშნეს, რომ ამ ადამიანებმა „გადატანილი ტანჯვის საზღაური მიიღეს“.

განათლებული მინისტრები უზადო წარსულითა და გამოცდილების დეფიციტით

მთავრობის ოცი წევრიდან თორმეტს საზღვარგარეთ (გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, შეერთებულ შტატებში და ასევე რუსეთში) აქვს მიღებული განათლება.

თითოეული მათგანი უზადო წარსულის მქონე ფიგურას წარმოადგენს.

ხალი კაბინეტი ღარიბი, მაგრამ პატიოსანი გუნდის იმიჯით სარგებლობს.ზოგიერთ მათგანის დეკლარაციაში ნულოვანი ბალანსი ფიქსირდება. კონკრეტულად, ასეთი მდგომარეობაა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსის,  დავიდ სანასარიანის შემთხვევაში.

ამ ხელისუფლებას გამოცდილება აკლია, რაც მისი წევრების ასაკითაა განპირობებული. თუმცა, მის გარშემო ნდობის ატმოსფეროა შექმნილი და ხალხი განგებ უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს და ეფექტურ მუშაობას ელოდება.

საეჭვო საკადრო გადაწყვეტილებები

თუმცა, პრემიერის ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებას საზოგადოება განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ შეხვედრია.

კერძოდ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ვალერი ოსიპიანის პოლიციის უფროსად დანიშვნამ. წარსულში იგი ერევნის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა და პირადად აკონტროლებდა წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, თავად განემარტა ხალხისათვის, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. Facebook-ში, მის გვერდზე ორგანიზებული მორიგი პირდაპირი ჩართვისას მან განაცხადა:

«ვალერი ოსიპიანი არ არის კორუმპირებული, რაც პოლიციის სისტემაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ამას გარდა, იგი არ ეკუთვნის რომელიმე კლანს – მ.შ. არც პოლიციელების დაჯგუფებას».

თუმცა, მაინც გაუგებარი დარჩა, თუ რატომ შეურჩიეს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და პოლიციას ის ფუნქციონერები, რომელთაც წარსულში საკუთარი იმიჯის დისკრედიტაცია მოახდინეს.

ძველი მთავრობიდან ახალში

ძველ მთავრობის მხოლოდ სამმა მინისტრმა შეძლო სამთავრობო კაბინეტის ადგილების შენარჩუნება. თუმცა, არც ერთი მათგანი არ დარჩა იმ პოსტზე, რომელსაც რევოლუციამდე იკავებდა.

საგანგებოსიტუაციების მინისტრი დავიდ ტონოიანი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი გრაჩია როსტომიანი საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გადავიდა.

ბუნების დაცვის მინისტრმა არცვიკ მინასიანმა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის სავარძელი დაიკავა.

მინისტრთა კაბინეტში რესპუბლიკური პარტიის ერთი წევრიც კი არ დარჩა. პარტიაში გადაწყვიტეს, რომ რესპუბლიკელებს შეუძლიათ დროებით შეიჩერონ პარტიის წევრის სტატუსი და ახალ მთავრობაში იმუშაონ. მაგრამ ამ შესაძლებლობით მხოლოდ ბუნების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხაჩიკ ჰაკობიანმა ისარგებლა.

პოლიტიკური შეთანხმებები

სომხეთში კოალიცია შეიქმნა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი დოკუმენტის სახით არ იქნა გაფორმებული.

პოლიტიკური ბლოკი „იელქის“ გარდა (რომელსაც პაშინიანი წარმოადგენს) სახელისუფლებო გუნდი პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ წევრებითაც დაკომპლექტდა. ამას გარდა, მინისტრთა კაბინეტში უპარტიო ფუნქციონერებიც მოხვდნენ.

„აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლებმა ვიცეპრემიერისა და ოთხი მინისტრის პორტფელები მიიღეს. ამას გარდა, ოთხი ოლქის გუბერნატორის სავარძლებსაც ამ პარტიის წევრები იკავებენ. “დაშნაკებს“ ორი გუბერნატორი და ორი მინისტრი ჰყავთ.

სამთავრობო და სამხედრო სამსახური

რამდენიმე დღის წინ ფაშინიანის ვაჟმა სამხედრო სამსახური დაიწყო. გარკვეული პერიოდის წინ პრემიერმა საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხებს სამშობლოში დაბრუნება და სამხედრო სამსახურის გავლა სთხოვა. მის მოწოდებას 320 ადამიანი გამოეხმაურა. ისინი საზაფხულო გაწვევის დაწყებამდე დაბრუნდნენ სომხეთში და ქვეყნის შეირაღებული ძალების ჯარისკაცები გახდნენ.

თუმცა, საკუთრივ  მთავრობაშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ. ამ კატეგორიაში შედიან: პირველი ვიცეპრემიერი არარატ მირზოიანი, ვიცეპრემიერი ტიგრან ავინიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ არუთიუნიანი, დიასპორის საქმეთა მინისტრი მხითარ აირაპეტიანი და ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი არცვიკ მინასიანი.

ჯარში არც თავად პრემიერ ნიკოლ პაშინიანს უმსახურია.

მან ეს საკითხიც განმარტა:

«1991წელს მოქმედი კანონის მიხედვით სახელმწიფომ უბრალოდ არ გამიწვია და სხვა საქმეზე გამგზავნა. ამას გარდა, ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ორმა უფროსმა ძმამ სამხედრო სამსახური გაიარა, მესამის წაყვანა საჭირო არ იყო.ორი განსხვავებული მოდელი არსებობს. ერთ შემთხვევაში ადამიანი „პრობლემას აგვარებდა“ და სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა, მეორე შემთხვევაში კი სახელმწიფო ამბობდა: „პატივცემულო მოქალაქევ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვსურს, რომ ჯარში სამსახურის ნაცვლად სხვა საქმით იყო დაკავებული.

თუკი აღმოჩნდება, რომ ხელისუფლების რომელიმე წევრი სამსახურს, ან კანონით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა ვალდებულებას თავს არიდებს, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან».

წარსულში გაკეთებული განცხადებების უარყოფა

ამ მთავრობას ახსენებენ, რომ ამჟამად ქვეყნის სათავეში მოსული გუნდის წევრები მათ მიერ გარკვეული პერიოდის წინ გაკეთებულ განცხადებებს უარყოფენ.

კერძოდ, საპარლამენტო ფრაქცია „იელქი“, რომლის ხელმძღვანელადაც ნიკოლ ფაშინიანი მოგვევლინა, 2017 წელს რუსეთის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობიდან სომხეთის გამოსვლას მოითხოვდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის  პოსტზე არჩევამდე პაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არჩეულ პოლიტიკური კურსიდან არ გადაუხვევს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობაზე უარს არ იტყვის.

საგარეო პოლიტიკა

ახალი ხელისუფლების ორიენტაციის  საკითხი უკვე არაერთელ დამდგარა. ჯერჯერობით ეს კითხვა კონკრეტული პასუხის გარეშე რჩება. თავად პრემიერმა უკვე არაერთხელ  განაცხადა, რომ ის არც „პრორუსულია“, და არც „პროდასავლური“. მისი თქმით, იგი პროსომხური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსია.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან, ყველანაირად დაუჭირონ მხარი პაშინიანის მთავრობას. თავის მხრივ, რუსეთმაც დადებითად შეაფასა ახალი პრემიერმინისტრის მოღვაწეობა.

რას ელის ხალხი ხელისუფლებისგან და რას იღებს მისგან

ყველაზე მეტად ხალხს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კორუფციასთან რეალური ბრძოლა აინტერესებს

პირველი პრობლემა დროს მოითხოვს და ხალხი მოთმინებით ელოდება. მეორე მოლოდინი კორუფციის შემთხვევების გამოაშკარავებისა და ხმაურიანი დაპატიმრებების ფაქტების სახით ხორციელდება. ამავდროულად, ბიუჯეტში დიდი თანხები ბრუნდება. პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა:

 «სახელმწიფო ბიუჯეტში სერიოზულ თანხებს დავაბრუნებთ, ბოლომდე მოვახდენთ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას. ამ გზიდან არ გადავუხვევთ».

  • კორუფციასთან ბრძოლას JAMnews-ის ამავე ციკლის მომდევნო სტატიაში მიმოვიხილავთ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ