ისინი უკმაყოფილოები არიან ლიცენზირების ახლი წესით, რომლის მიხედვითაც, მათი მანქანები ექვს წელიწადზე უფრო ძველი არ უნდა იყოს " />

ერევანში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ისინი უკმაყოფილოები არიან ლიცენზირების ახლი წესით, რომლის მიხედვითაც, მათი მანქანები ექვს წელიწადზე უფრო ძველი არ უნდა იყოს

ტაქსის მძღოლების ჯგუფმა დღეს ერევნის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მძღოლები ჩიოდნენ ლიცენზირების ახალ წესზე, რომლის თანახმადაც, ტაქსის მართვის უფლების მისაღებად მათი მანქანები ექვს წელიწადზე უფრო ძველი არ უნდა იყოს. ტაქსის მძღოლების უმეტესობა ძველი ავტომობილებით გადაადგილდება და ახლის ყიდვა არ შეუძლია.

„გამოდის, რომ ტაქსის მძღოლობა რომ შევძლოთ, ახალგამოშვებული მანქანები უნდა ვიყიდოთ და კრედიტების ტვირთით ვიცხოვროთ“, – თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა – გორ კარაპეტიანმა.

მისი თქმით, მას ახალი მანქანის ყიდვის საშუალება რომ ჰქონდეს, ტაქსისტი არ იქნებოდა.

„ავტომობილების მძღოლების დაცვის ლიგის“ სპეციალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ ლიცენზირების ახალი წესი დაუშვებელია და ეს დარტყმა იქნება ადამიანების დიდი ჯგუფისთვის, ვინც საჭესთან ზის და ამით ოჯახს არჩენს.

 „ეს ტაქსის მძღოლებისთვის გენოციდია. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ლიცენზიისთვის 5 ათასი დრამი (10 დოლარი) უნდა გადაიხადო, ერევანში კი – 12 ათასი დრამი (25 დოლარი). ესეც უსამართლობაა“, – ამბობს „ავტომობილის მძღოლთა დაცვის ლიგის“ თავმჯდომარე ტიგრან ოგანესიანი.

ერევნის მერიაში ტაქსის მძღოლების მიღებასა და მათ მოსმენაზე უარი განაცხადეს; მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლა სცადეს. ამ დროს განერვიულებული მძღოლები ისე ჩქარობდნენ, რომ მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახა და აქცია ამით დასრულდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ