გლეხებს საკუთარი მოსავლის გაყიდვის საშუალება გაუჩნდათ, ერევნელებს კი - შუამავალი გადამყიდველების გარეშე მათი ყიდვის, რაც ორივე მხარისთვის ხელსაყრელია" />

ერევანში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა გაიხსნა

გლეხებს საკუთარი მოსავლის გაყიდვის საშუალება გაუჩნდათ, ერევნელებს კი - შუამავალი გადამყიდველების გარეშე მათი ყიდვის, რაც ორივე მხარისთვის ხელსაყრელია

დღეს ერევანში სასოფლო-სამეურნეო საქონლის ბაზრობა გაიხსნა. მისი მიზანია მოსახლეობისა და ფერმერებისთვის შუამავლების გარეშე არსებული სავჭრო სივრცის  შექმნა.

ბაზრობაზე საკუთარი პროდუქცია  სომხეთის 120-130-მა ფერმერმა ჩამოიტანა იმ  სამი რეგიონიდან, სადაც მოსავალი უკვე დამწიფდა.

ფერმერებისთვის ზედმეტი გადასახადის თავიდან ასარიდებლად მათ არამხოლოდ სავაჭრო ადგილები, არამედ სასწორებიც უფასოდ შესთავაზეს.

სხვათა შორის, ბაზრობაზე დილიდანვე მივიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაკელიანი; თანაც – არა სამსახურებრივი მიზნით, არამედ სახლისთვის პროდუქტების შესაძენად.

მან გამყიდველებს გარგარისა და კიტრის ფასი ჰკითხა, ზოგი ხილი გასინჯა, შემდეგ კი პროდუქტები შეიძინა. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მინისტრი ბაზრობაზე   მისული იყო სიით – ის, რაც ოჯახში ესაჭიროებოდათ.


ასევე წაიკითხეთ