ლიბერალები უფრო მაგრად უნდა დადგნენ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან პრინციპებს ეხება" />

ეკლესია და საზოგადოება საქართველოში – ხომ არ არის მეტისმეტი დიქტატი?

ლიბერალები უფრო მაგრად უნდა დადგნენ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან პრინციპებს ეხება

ვფიქრობ, ისტორიამ თუკი ყველა ჩვენგანს რაიმე ასწავლა, ერთ-ერთი ისაა, რომ გარდაქმნები ცალკეული ადამიანების ქმედებების შედეგია, ხოლო უმრავლესობის აზრის მორჩილად აყოლას კარგი არფერი მოსდევს.

მარტინ ლუთერ კინგმა სამოქალაქო უფლებებისთვის თავისი მოძრაობით, ათი წლით ადრე კი სუფრაჟისტებმა თავიანთი მაგალითით ამ იდეის სიმართლე დაამტკიცეს. სწორედ ეს გამოცდილება გაიძულებს დაფიქრებას, როდესაც ქართული საზოგადოებისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობას აკვირდები.

რასაკვირველია, სამართლიანი არ იქნება, რომ პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა იმ გარემოებებს შევადაროთ, რომელშიც დოქტორი კინგი ან ემილი პანკჰერსტი მოქმედებდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას წინ აღუდგება.

ეკლესია ძველებურად სარგებლობს მოსახლეობის გამაოგნებელი რაოდენობის მხარდაჭერით ( სავარაუდოდ, ეს ციფრი 95 პროცენტამდე აღწევს). მას ოპონირებას უწევენ სექსუალური უმცირესობები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და ლიბერალულად განწყობილი მოქალაქეები – თუმცა, ერთიანი მოძრაობა არ არსებობს.

სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსში არსებულ აშკარა წინააღმდეგობას უმრავლესობა ვერ ამჩნევს:

ეკლესია თითქმის შეუნიღბავად იკავებს პრორუსულ პოზიციას და მოსკოვთან შერიგების მოწოდებებით გამოდის, იმის საფუძველზე, რომ საქმე ორ მართლმადიდებელ ერს ეხება.

და ეს პოზიცია თითქმის არ ექვემდებარება კრიტიკას ქართულ საზოგადოებაში – რომელსაც თავისი ჩრდილოელი მეზობლის მასობრივად ეშინია, და ძულს ის.

საზოგადოებაში კეთილგანწყობით ისმენენ ეკლესიისმოღვაწეთა ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელიც სექსუალური უცირესობების წინააღმდეგ არის მიმართული და აბორტების აკრძალვას ემხრობა – და ვერც ხვდებიან, რომ ეკლესიის მხრდაჭერიიდან ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერამდე ერთი ნაბიჯი აკლიათ.

JAMnews

თუმცა, პირად გამოცდილებას არავითარი ტექსტი და ვიდეო არ შეედრება და პირადად მე, ეს გამოცდილება მკარნახობს, რომ ქართველების ეკლესიისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების საფუძველი საღი აზრის სრული არქონაა.

რამდენიმე წლის წინ გავიცანი გოგნა, რომელმაც მიამბო, რომ რჩევისთვის ხშირად მღვდელს მიმართავდა.

მაინც როგორი რჩევებისთვის? – დავინტერსდი მე, და ვფიქრობდი, რომ საქმე სულიერ დამოძღვრას ეხებოდა.

აღმოჩნდა, რომ ის მას ყველა საკითხზე ეკითხებოდა აზრს – სამუშაოს შერჩევით დაწყებული, იმის ჩათვლით, თუ როგორ უნდა აეწყო შეყვარებულთან ურთიერთობა.

შესაძლოა, ის კონკრეტული მღვდელი მაღალი სულიერების ადამიანი იყო და მრავალფეროვანი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ მე თავს ამაში ეჭვის შეტანის უფლებას მაინც მივცემ.

ვკითხე და მართლაც მაინტერესებდა იმის მოსმენა: თუ რა რჩევას ელის თავისი პროფესიული მისწრაფებების თაობაზე იმ ადამიანისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე ეკლესიაში გაატარა? ნუთუ ბიბლიაში სადმე არის ნახსენები, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ქრისტე თავისი მოწაფეების კარიერას?

ანდა – ადამიანს, რომელსაც დაუქორწინებლობის აღთქმა აქვს დადებული, როგორ შეუძლია, რომ შეყვარებულთან ურთიერთობის შესხებ მისცეს ვინმეს რჩევა? თნაც აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინონ – ოღონდ ჯერ აუცილებლად უნდა გათხოვდნენ.

ის გოგონა ჯიუტად მპასუხობდა: ის (მღვდელი) – ბრძენი ადამიანია, ძალიან ჭკვიანიაო. ეს რამდენჯერმე გაიმეორა და წავიდა.

რამდენიმე კვირის წინ კი მე და ჩემი ცოლი მისი მეგობრების პატარა გოგონას ნათლობაში ვიყავით. მშობლებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნოელი დაერქმიათ.

ბავშვის მოსანათლად მოსული იყო ხანში შესული მღვდელი. მას იკითხა, თუ გოგონასთვის რა სახელის დარქმევა ჰქონდათ გადაწყვიტილი. როდესაც გაირკვა, რომ სახელი ქართული არ იყო, ვითარება მაშინვე დაიძაბა.

მან მშობლებს განუცხადა, რომ ეს სახელი არ მოსწონდა, და მოითხოვა, რომ რაიმე სხვა სახელი შეერჩიათ.

როგორც გაირკვა, მშობლებს ეს სიძნელე გათვალისწინებული ჰქონდათ და მაშინვე სახელი თინათინი შესთავაზეს. თუმცა მოილაპარაკეს, რომ ბავშვს სახლში მაინც ნამდვილ სახელს დაუძახებდნენ.

მხარეები ამაზე შეთანხმდნენ და ცერემონია გაგრძელდა.

ადამიანების პირად ცხოვრებაში ასეთი ჩარევით ძალიან გაბრაზებული და შეძრწუნებული ვიყავი და მშობლებს ვკითხე, თუ რატომ დაემორჩილნენ და არც კი შეწინააღმდეგებიან? მათ მხრები აიჩეჩეს და ამიხსნეს, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ, და გოგონას შინ მაინც ნოელს დაუძახებდნენ.

მივხვდი, რომ სკანდალის მოწყობა არ უნდოდათ, რადგან ბევრი სტუმარი ჰყავდათ მიწვეული, და ყველამ ამდენი დრო დაკარგა და მივიდა.

მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანებმა თავიანთი პრინციპები მტკიცდ უნდა დაიცვან.

და თუკი ნოელის მშბლების მსგავსი ლიბერალულად განწყობილი ქართველები ასე არ მოიქცევიან, მაშინ ამას არავინ გააკეთებს.

როდესაც მღვდელი ბავშვის მონათვლაზე უარს იმ მიზეზით ამბობს, რომ მისი აზრით, ბავშვს „არასწორი სახელი“ შეურჩიეს – ამ მომენტში რელიგია კულტად იქცევა.

ბევრს სრული უფლება აქვს, რომ ფარისევლობა დამწამოს, რადგან ჩემს საკუთარ ქორწილში მღვდელმა ჩემს ცოლს რომ შეხედა, ჩაიბურტყუნა: „ რატომ მიჰყვება ყველა ჩვენებური ლამაზი გოგონა უცხოელს?“

საკუთარი თავის დასაცავად ვიტყვი, რომ ჩემმა ცოლმა ეს ამბავი მოგვიანებით მიამბო. მაგრამ მაშინ ალბათ მეც ვისურვებდი, რომ საფრანგეთიდან და ინგლისიდან ჩამოსულ ჩემს მეგობრებს ამ საოცარი ცერემონიით სიამოვნება მიეღოთ.

ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ვიცით, თუ როგორი აღშფოთებულია საზოგადოება იმის დამადასტურებელი ფაქტებით, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს ტელეფონებს ისმენენ, მიმოწერას კითხულობენ და ამას ყველა აპროტესტებს.

თუმცა, არსებობს რაღაც ურთიერგამომრიცხავი იმაში, რომ საქართველოში არავინ, ლიბერალურად განწყობილი ადამიანებიც კი, ეკლესიისგან იგივეს არ ითხოვენ: შეწყვიტოს მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა.

 

 

ტიმ ოგდენი, ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისიდან

 

 

ამავე თემაზე

თომას დე ვაალი: ღია საქართველო, დახურული საქართველო

თომას დე ვაალი: ღია საქართველო, დახურული საქართველო

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი - არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი - არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

საქართველოში მუსლიმი გოგონა გაკვეთილზე ჰიჯაბით არ შეუშვეს

საქართველოში მუსლიმი გოგონა გაკვეთილზე ჰიჯაბით არ შეუშვეს

საქართველოში მღვდლებმა სოფლის სკოლების თავზე ვერტმფრენიდან კანფეტები ჩაყარეს

საქართველოში მღვდლებმა სოფლის სკოლების თავზე ვერტმფრენიდან კანფეტები ჩაყარეს

საქართველოში სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვენ

საქართველოში სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვენ

სომხეთში ეროვნული უმცირესობები საკუთარ პრობლემებზე იშვიათად საუბრობენ

სომხეთში ეროვნული უმცირესობები საკუთარ პრობლემებზე იშვიათად საუბრობენ

ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სამებაშია. მორწმუნეთა რიგს სამხედროები იცავენ

ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სამებაშია. მორწმუნეთა რიგს სამხედროები იცავენ

„ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ჰაშიგი მუსლიმი იყო“- რელიგიური ოაზისი აფხაზეთში

„ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ჰაშიგი მუსლიმი იყო“- რელიგიური ოაზისი აფხაზეთში

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ