უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ჩვენება ტრამპის იმპიჩმენტის ყველაზე მყარი საფუძველი შეიძლება გახდეს " />

უკრაინა – ტრამპის შანტაჟის მსხვერპლი? ხუთი მთავარი პუნქტი ამერიკელი დიპლომატის სკანდალური ჩვენებიდან

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ჩვენება ტრამპის იმპიჩმენტის ყველაზე მყარი საფუძველი შეიძლება გახდეს

უკრაინაში აშშ-ის დესპანმა, ბილ ტეილორმა აშშ-ის კონგრესსდახურულ სხდომაზე პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენება მისცა.

იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი გახდა ეჭვები იმაზე, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აშანტაჟებდა და მისგან კომპრომატებს ითხოვდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პოტენციური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

CNNმა ტეილორის ჩვენებიდან ყველაზე ფეთქებადსაშიში ციტატები გამოყო.

• რატომ  და რა ხერხებით ცდილობენ პრეზიდენტ ტრამპი ძალაუფლებას ჩამოაშორონ 

• “მძინარა ჯო ბაიდენი” – სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ტვიტი გააზიარა 

არაოფიციალური დიპლომატია 

„… აშშ-სა და უკრაინას შორის მოქმედებდა კავშირის არაფორმალური, არაოფიციალური არხი…“.

ბილ ტეილორმა დაასახელა ისინი, ვინც უკრაინასთან ურთიერთობაში, კულისებს მიღმა დიპლომატიას ახორციელებდა: აშშ-ის ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლანდი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოკერი, ტრამპის პირადი იურისტი, რუდოლფ ჯულიანი და აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი, რიკ პერი.

მანამდე, აშშ-ის სპეცსამსახურების უცნობი ინფორმატორი საკუთარ ხელმძღვანელობასთან ჩიოდა, რომ ჯულიანი პირდაპირ ეკონტაქტებოდა კიევს და უგულვებელყოფდა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში.

„მიწას ამოვთხრი“ 

„ელჩმა სონდლანდმა მაცნობა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკის ურჩია, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოეყენებინა ფრაზა „მიწას გამოვთხრი“, როდესაც საუბარი „გამოძიებაზე“ წავიდოდა.

საუბარია ორ გამოძიებაზე, რომლებითაც ტრამპია დაინტერესებული.

პირველი ეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის ერთ-ერთი შესაძლო მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნესს უკრაინაში.

მეორე – უკრაინის სავარაუდო ჩარევას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის ინტერესების სასარგებლოდ. 

პირველად დადასტურდა ფიცის ქვეშ, რომ ტრამპის წარმომადგენელი აიძულებდა უცხოელ ლიდერს დახმარებოდა შიდა პოლიტიკური მიზნების მიღწევაში.

საზოგადოებრივი ვალდებულებებისკენ იძულება 

„… პრეზიდენტ ტრამპს სურდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის საჯაროდ აეღო ამ გამოძიების ჩატარების ვალდებულება“.

ტეილორის თქმით, ტრამპს სურდა, რომ ზელინსკის საჯაროდ დაედო უკრაინაში ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიების პირობა და ასევე, ამ ქვეყნის ჩარევის ამერიკულ არჩევნებში. იძულების ინსტრუმენტად გამოიყენებოდა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარების გაყინვა.

აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ

„ზელენსკის იძულების მცდელობა, რომ საჯაროდ დაედო ამ გამოძიების ჩატარების პირობა – იმის მაგალითია, როგორ ეწინააღმდეგება ჯულიანის არაფორმალური ქმედებები აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით“.

ტეილორის აზრით, ტრამპის პირადი იურისტის, ჯულიანის ქმედებები აზიანებდა უკრაინული მხარის ნდობას აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკისადმი.

ბილ ტეილორი სენატში მივიდა, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენება მისცეს. ვაშინგტონი, 22 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Carlos Jasso


ასევე წაიკითხეთ