სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტი არ მოუტაცებიათ - მან საზღვარი თავად გადაკვეთა არალეგალურად " />

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხტარლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტი არ მოუტაცებიათ - მან საზღვარი თავად გადაკვეთა არალეგალურად

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა და აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ 1 ივნისს, ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების მესამე დღეს, ამ საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუხტარლი 29 მაისს 22:40 აზერბაიჯანის ბალაკენსკის რაიონის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მას შემდეგ დააკავა, რაც მან “უკანონოდ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, საქართველოს მხრიდან გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. ის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილა და დაკავების დროს გაქცევა სცადა”.

“ჩხრეკის დროს აფგან მუხტარლის ნაღდი ფულით 10 ათასი ევრო და Bank of Georgia express-ის საბანკო ბარათი აღმოაჩნდა”.

30 მაისს აფგან მუხტარლის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის მიხედვით წაუყენეს (საზღვრის უკანანო გადაკვეთა და კონტრაბანდა). ერთი დღის შემდეგ ამ მუხლებს მესამეც დაემატა – ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ძალადობის გამოყენება. იმავე დღეს სასამართლომ მისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება მიიღო. მთლიანობაში კი მუხტარლის, ამ სამი მუხლის მიხედვით, თვისუფლების რვა წლით აღკვეთა ემუქრება.

“ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ გამოეძახებინათ ექსპეტი, რომელიც სასამართლოს დარბაზშივე გამოიკვლევდა სხეულის იმ დაზიანებებს, რომლებიც აფგანმა საქართველოდან აზერბაიჯანისკენ მიმავალ გზაზე მიიღო. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არანაირად არ განუმარტავს”, – უთხრა საგენტო Turan-ს ჟურნალისტის ადვოკატმა ელჩინ სადიხოვმა.

“მუხტარლის თქმით, 29 მაისს ის თბილისში დააკავეს პირებმა, რომლებსაც საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმის მსგავსი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი მუხტარლის არ გასცნობიან, და მანქანაში ძალით ჩასვეს. თბილისიდან გასვლის შემდეგ ის რამდენჯერმე გადასვეს სხვადასხვა მანქანაში”, – გადმოსცემს ადვოკატის სიტყვებს “კავკაზსკი უზელი”.

 

ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან 2014 წელს გაემგზავრა და საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღო. მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ხშირად განიცდიდა სახვადასხვა სახის ზეწოლას. მისი რამდენიმე სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კომუნიკაციის პროცესშია. ბოლო დროს ის თანამშრომლობდა საერთაშორისო მედიასა და ორგანიზაციებთან – IWPR და Meydan.tv

 


ასევე წაიკითხეთ