ჯანდაცვის სამინისტრო ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების შესახებ იუწყება" />

გასულ წელს აზერბაიჯანში ჰეპატიტის ვირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრო ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანში გასულ წელს ჰეპატიტის მწვავე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 18, C ჰეპატიტის ვირუსით კი – 11 ადამიანი. ეს მონაცემები სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მოჰყავს.

2016 წელს აზერბაიჯანში დარეგისტრირებული იყო ჰეპატიტის ვირუსებით (A,B,C და სხვა ფორმის) დაავადებული 319 ავადმყოფი. მათ შორის 126 ავადმყოფს აღმოაჩნდა მწვავე B ჰეპატიტი, 120-ს კი მწვავე ჰეპატიტი. ავადმყოფების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 30% ქალია, ხოლო 10% -17 წლამდე ბავშვი, – იუწყება სააგენტო Report.

ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ჰეპატიტით დარეგისტრირებული ავადმყოფების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. ამგვარად, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2014 წელს აზერბაიჯანში 242 B ჰეპატიტით , და 181 С ჰეპატიტით დაავადებული ავადმყოფი იყო

დაწვრილებით ჰეპატიტის ვირუსის გავრცელებისა და ამ ავადმყოფობასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ JAMnews-ის სტატიაში “სამარცხვინო დაავადება” 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ