ხელოვნება აუტიზმის წინააღმდეგ" />

განსაკუთრებული ბავშვების მოდა

ხელოვნება აუტიზმის წინააღმდეგ

ბაქოში გაიმართა დეფილე, რომლშიც აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე უჩვენეს აუტიზმის შესახებ გადაღებული საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და კლიპი სიმღერაზე «Fərqliyəm» («მე განსაკუთრებული ვარ»), რომელიც, ავტორების აზრით, აუტისტების ჰიმნს წარმოადგენს (სიმღერის მუსიკა თუნზალია აგაევას ეკუთვნის, ტექსტი კი – მომღერალ-კომპოზიტორ მურად არიფს).

დეფილეს მონაწილეთა მშობლები ამბობენ, რომ მათ პედაგოგებთან ერთად ძალიან ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ ბავშვები ამ ღონისძიებისათვის მოემზადებინათ.

ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანება «Birgə və Sağlam»-ის («Вместе и здоровыერთად და ჯანმრთელად»), გიულნარა ხალილოვას მოდის სახლის, საქველმოქმედო ორგანიზაცია «Ümid var»-ის («არის იმედი»), ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საზოგადოებრივი გაერთიანება «Lider Qadınlar»-ის («ლიდერი ქალები») ორგანიზებით გაიმართა. დეფილესა და ვიდეოჩვენებას სასტუმრო Boulevard-მა უმასპინძლა.

  • აუტიზმი – ფსიქიკური განვითარების მკვეთრი დარღვევა, რომლის დროსაც ინდივიდს, პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობისა და სოციალური ურთიერთქმედების უნარი ეზღუდება. პირველი სიმპტომები სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება.
  • არაოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაახლოებით ექვსი ათასი აუტისტია. მათი ოფიციალური აღრიცხვა არ წარმოებს და ამიტომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება.

ასევე წაიკითხეთ