გაიზრდება იმ პირთა სია, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალება" />

განახლება: ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ‘შავ სიაში“ შეიყვანენ

გაიზრდება იმ პირთა სია, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალება

უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რეფერენდუმის მონიტორინგის მიზნით იმყოფებიან, არასასურველ პირთა სიაში მოხვდებიან. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა .

„პირველადმა განხილვებმა ცხადყო, რომ ამ ადამიანების უმრავლესობის სახელები უკვე შეტანილია „არასასურველ პირთა სიაში“. ეს არიან სომხური ლობის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც სომხეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. კიდევ რამდენიმე პირის სახელი დაზუსტების შემდეგ აუცილებლად შევა ამ სიაში“, – უთხრა ჰიკმეტ გაჯიევმა სააგენტო „იტეფაქს-აზერბაიჯანს“.

აზერბაიჯანის გენპროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატებზე ფრანკ ენგელზე(ლუქსემბურგი), ელენ ტეოჰარუსსა (კვიპროსი) და იარომირ შტეტინზე(ჩეხეთი). მიზეზი გახდა რეფერენდუმის ჩატარების დროს მათი ყარაბღში ყოფნა. Frank Engel, Eleni Theocharous, Jaromír Štětin  

დაწვრილებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა „შავი სიის“  შესახებ აქ წაიკითხავთ.

  • მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის   პროექტთან დაკავშირებული რეფერენდუმი 20 თებერვალს ჩატარდება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის გზით ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს, თანახმაა თუ არა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლაზე. დაწვრილებით ყარაბღის რეფერენდუმის შესახებ აქ შეიძლება წაკითხვა. 
  • მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყრბაღის რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა. 
  • მთიან ყარაბაღის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემების თანახმად, ხმის მიცემის მსვლელობას მონიტორინგს გაუწევს 2017 დამკვირვებელი, მათ შორის 104 უცხოელი დამკვირვებელი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

ასევე წაიკითხეთ