ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიოში ცნობილ ეკოლოგიურ აქტივისტს დასცინა " />

გაეროს ტრიბუნიდან 16 წლის გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერები ღალატში დაადანაშაულა

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიოში ცნობილ ეკოლოგიურ აქტივისტს დასცინა

16 წლის გრეტა ტუნბერგმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდა თაობის ღალატში დაადანაშაულა. The Guardian-ის ცნობით, ამის მიზეზი მათ მიერ გლობალური კლიმატური კრიზისის შედეგების იგნორირება გახდა. პასუხი, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული დამცინავი ხუმრობა იყო.

 

ვინ არის გრეტა ტუნბერგი 

გრეტა ტუნბერგი შვედი ეკოლოგიური აქტივისტია, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიძინა, როდესაც განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად პარასკეობით სკოლაში აღარ ივლიდა. მას სურდა, ასეთი ხერხით ყურადღება მიეპყრო კლიმატური ცვლილებისა და ეკოლოგიური პრობლემებისადმი. 

რამდენიმე თვეში მისი მხარდამჭერი მოძრაობა გლობალური გახდა. განსაკუთრებული პოპულარობით გრეტა ტუნბერგი ახალგაზრდათა შორის სარგებლობს.

გრეტა ტუნბერგს ასპერგერის სინდრომი (აუტიზმის ერთ-ერთი მარტივი ფორმა) აქვს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს უჭირთ ურთიერთობა, მაგრამ აქვთ რაციონალური და ანალიტიკური აზროვნება და ხშირად აღწევენ ხოლმე დიდ წარმატებას მეცნიერებაში.

რა უთხრა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერებს 

გრეტა ტუნბერგის მხარდამჭერმა მოძრაობამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მან მიწვევა მიიღო გაეროში, კლიმატური პრობლემების სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსასვლელად.

აი, რა უთხრა მან მსოფლიო ლიდერებს:

– თქვენ შეძელით საკმარისად გაზრდილიყავით, რომ შექმნილი მდგომარეობა აღიაროთ. თქვენ დაგვაღალატეთ, მაგრამ ახალგაზრდები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ თქვენ მოღალატეები ხართ. არაფრის მომცემი ლაყბობით თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა. თქვენ გიყურებთ მომავალი თაობა და თუკი ჩვენს მხარეს არ დადგებით, არასოდეს გაპატიებთ. აქ და ახლა ვავლებთ ხაზს, რომელსაც არ დავტოვებთ.

რა უპასუხა პრეზიდენტმა ტრამპმა 

გრეტა ტუნბერგის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მედიამ დაცინვად შეაფასა:

„ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონა ჩანს, რომელიც ნათელ და მშვენიერ მომავალს ელოდება. კარგი სანახავია!“.


ასევე წაიკითხეთ