პოლიციამ თავდაცვით ბუნკერში მილიონი ფუნტის ღირებულების მარიხუანა აღმოაჩინა" />

ბრიტანეთში კანაფი ცივი ომის დროს აგებულ მიწისქვეშა ბუნკერში მოჰყავდათ

პოლიციამ თავდაცვით ბუნკერში მილიონი ფუნტის ღირებულების მარიხუანა აღმოაჩინა

პოლიციელებმა კანაფის მსხვილი პლანტაცია აღმოაჩინეს ბუნკერში, რომელიც ცივი ომის დროს ააშენეს.  ბირთვული იერიშის შემთხვევაში, ეს მიწისქვეშა კომპლექსი ერთგვარი თავშესაფარი უნდა გამხდარიყო.
ბუნკერი სამხრეთ ინგლისში, უილტშირის საგრაფოს ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. თავშესაფარში მარიხუანას ათასზე მეტი ბუჩქია აღმოჩენილი. იატაკქვეშა პლანტაციაში არსებული კანაფის საერთო ღირებულება მილიონ ფუნტს შეადგენს. 
ბუნკერის შესასვლელს ფარავდა მასიური კარი, რომელიც შიგნიდან იკეტებოდა. კონსტრუქციის შემქმნელების გათვლებით, ბირთვული ომის შემთხვევაში, ეს კარი ატომური ბომბის აფეთქებას გაუძლებდა. პოლიციელებს მოცდა მოუწიათ. ისინი იმ მომენტს დაელოდნენ, როდესაც საზრიანმა პლანტატორებმა თავად გააღეს კარი იმისთვის, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ მარიხუანას კულტივირების ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა.
პოლიციელების თქმით,  ბუნკერში დაახლოებით 20 ოთახი აღმოჩნდა. ყველა სათავსო სათბურად იყო გადაკეთებული და კანაფის კულტივირებისათვის საჭირო სპეციალური ლამპებით იყო აღჭურვილი.
80-იან წლებში აგებული ბუნკერი ცივი ომის დასრულების შემდეგ  მიტოვებული იყო.

ასევე წაიკითხეთ