ჩინოვნიკების თქმით, ავზები ლიფტებს ხელს უშლის, და საერთოდ, მალე წყალი მუდმივად იქნება" />

ბაქოში სახლების სახურავებიდან წყლის ავზების დემონტაჟს ახდენენ

ჩინოვნიკების თქმით, ავზები ლიფტებს ხელს უშლის, და საერთოდ, მალე წყალი მუდმივად იქნება

ბაქოში მრავალსართულიანი სახლების სახურავებიდან ხსნიან ავზებს, რომლებშიც ადამიანები წყლის მარაგს აგროვებენ, რათა გამოიყენონ, როდესაც წყალსადენის წყალი არ მოდის. ჩინოვნიკები ამის არგუმენტად ლიფტების გამოცვლასა და სახურავების რემონტს ასახელებენ.

რატომ სჭირდებათ ბაქოელებს წყლის ავზები

ბაქოში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ქალაქის ზოგიერთ რაიონში წყალი დღეში რამდენიმე საათით მოდის. სხვა რაიონებში ის მუდმივად არის, მაგრამ ხშირად წყდება და სუსტი ნაკადით მოდის. 

• ბლექაუთი აზერბაიჯანში: როგორ იყო ეს

• ვის იცავენ ლომები    ბაქოს ცნობილი აბანოს „ფანტაზიას“ ისტორია

ამიტომ, ქალაქელები სახლების სახურავებზე ან სარდაფებში დიდ ავზებს დგამენ. ეს ავზები წყალგაყვანილობის მილებსა და ბინას უერთდება, ხშირად საქაჩებსაც აყენებენ, რათა ავზში წყალი ადვილად შეივსოს.

რატომ ხსნიან ავზებს

კომუნალური სამსახურების ჩინოვნიკები ამას იმით ხსნიან, რომ მრავალსართულიან სახლებში სახურავების შეკეთებას და, ძველის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე ლიფტების დამონტაჟებას აპირებენ.

საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარის რამსინ აბდულაევის თქმითშენობების სახურავებზე არსებული წყლის ავზების უმეტესობა ლიფტების მაღაროების თავზეა დამონტაჟებული და ძალიან უშლის მათ ხელს. 

ამგვარი განმარტება მიიღო ბაქოელმა ქალბატონმა სვეტლანა კრასნოვამ.

„მას შემდეგ, რაც ჩვენს სახლში ყველა ავზი მოხსნეს, ერთი თვე გავიდა. ყოველ ღამით წყალს კეტავენ, სახურავს არავინ აკეთებს, და არც ლიფტს  ცვლიან“, – ჩივის ის.

ხუთსართულიან სახლში, სადაც არზუ ჰალილოვა ცხოვრობს, ლიფტი საერთოდ არ არის, მაგრამ მას და მის მეზობლებს ავზები, საერთოდაც განმარტების გარეშე, ასევე მოუხსნეს. ასეთმა შემთხვევებმა კიდევ ერთი ვერსია გაააჩინა: ავზების იმიტომ ხსნიან, რომ ისინი ქალაქის ხედს აუშნოებენ.

სხვა ვერსიით, ავზებს სახურავებიდან იმისთვის ხსნიან, რომ ისინი საჭირო აღარ არის: მალე ქალაქში წყალი მთელი დღე-ღამის განმავლობაში იქნება – შეუფერხებლად და ნორმალური ნაკადით. სახელმწიფო კომპანია „აზერსუ“ მოსახლეობას ამას, დიდი ხანია, ჰპირდება, თუმცა დანაპირები ჯერჯერობით არ შეუსრულებია. მართალია, „აზერსუს“ წარმომადგენელი ანარ ჯაბრაილი  ამბობს , რომ ავზების დემონტაჟი მათ კომპეტენციაში არ შედის.

ბაქოში  იმის შესახებ, რომ სახურავებიდან ავზებს ხსნიდნენ, პირველად ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ ალაპარაკდნენ. მაგრამ ზაფხულის დადგომასთან ერთად პრობლემა უფრო აქტუალური გახდა.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ