სოციალური ქსელების მომხმარებლებს ახალი ბარათის მაღალი ფასი აკვირვებთ " />

ბაქოში საქალაქო გადახდის ბარათი – Baku Card შემოდის

სოციალური ქსელების მომხმარებლებს ახალი ბარათის მაღალი ფასი აკვირვებთ

ბაქოში მალე ოფიციალურ საქალაქო ბარათს, Baku Card-ს შემოიღებენ. მის მფლობელებს შეეძლებათ უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ესტუმრონ ბაქოს მუზეუმებს, სხვადასხვა კულტურულ ცენტრებს და მაღაზიებში შენაძენებიც გააკეთონ.

ტურიზმის პროპაგანდის ეროვნულმა ბიურომ, ბაქოს სატრანსპორტო სააგენტომ და კომპანია PASHA Travel-მა საქალაქო ბარათის პრეზენტაცია 27 სექტემბერს გამართა. ახალი Baku Card პირველ რიგში განკუთვნილია ტურისტებისთვის, მაგრამ მისი გამოყენება დედაქალაქის მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

24-საათიანი მოქმედების ბარათის ღირებულება 35 მანათს (17,5 ევროს) შეადგენს;

72-საათიანი მოქმედების ბარათის – 60 მანათს (30 ევროს);

ერთკვირიანი მოქმედების – 90 მანათს (45 ევროს).

საქალაქო ბარათის შედარებით მაღალი ფასი სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა. ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაიხსენა, რომ ბერლინში ამგვარი ერთკვირიანი ბარათი მხოლოდ 30 ევრო ღირს, და თანაც – გერმანიის დედაქალაქში ტრანსპორტი საკმაოდ ძვირია და ბაქოსგან განსხვავებით, ძალიან ბევრი სხვადასხვა და საინტერესო მუზეუმია.

ტურიზმის განვითარების ბიუროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა კენან გულუზადემ კი განახცადა: „ფასი მომსახურების პაკეტისა და ბაზრის შესაძლებლობების საფუძველზე დადგინდა“

JAMnews-ის კითხვაზე – ჩატარდა თუ არა ტენდერი – გულუზადემ უპასუხა:

ტენდერი არ ყოფილა. საქალაქო ბარათის შექმნა ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს დაანონსდა, როდესაც პრეზიდენტმა „აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების საგზაო რუკა“ დაამტკიცა. მას შემდეგ ჩვენ მხოლოდ ერთი წინადადება მივიღეთ PASHA Travel-სგან, რაც საფუძვლად გამოვიყენეთ.

კომპანია PASHA travel – PASHA Holding-ის ნაწილია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მფლობელია გამომძიებელი-ჟურნალისტების ორგანიზაციის OCCRP (organized crime and corruption reporting project)-ის მიერ დამტკიცებული არიფ ფაშაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიმამრი.

None found


ასევე წაიკითხეთ