პოპულარული მუსიკის 80 ვარსკვლავზე მეტი გაერთიანდა ლოზუნგით " ბაქოში გავიქცეთ!" " />

ბაქოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “სიცხე-2017” დაიწყო

პოპულარული მუსიკის 80 ვარსკვლავზე მეტი გაერთიანდა ლოზუნგით " ბაქოში გავიქცეთ!"

“27 ნოემბერს ბაქოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “სიცხე-2017” გაიხსნა.

ოთხი საღამოს განმავლობაში პოპლარული მუსიკის 80 ვარსკვლავზე მეტი გაახარებს მაყურებელს სიმღერებითა და შოუ პროგრამებით. მაგალითად, ფესტივალის ვარსკვლავებს შორის არის საკულტო გერმანული ჯგუფის Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი. ყველაზე ცნობილი სახელებიდან ფესტივალზე იქნებიან – ვახტანგ კიკაბიძე, ალა პუგაჩოვა, სოფია როტარუ, ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, გრიგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ანი ლორაკი, ჯგუფები “ვერცხლი” , “პოტაპი და ნასტია”, “ა-სტუდიო” და ბევრი სხვა. თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე საუკეთესო სიმღერას რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულოღლუც შეასრულებს.

ფესტივალი კასპიის ზღვის სანაპიროზე ტარდება ღია ცის ქვეშ, See Breeze-ის დასასვენებელ ზონაში. ფესტივალის ორგანიზატორია რუსი ბიზნესმენი და აზერბაიჯანული წარმოშობის მომღერალი ემინ აგლაროვი.

დასადგომ ადგილას ფან ზონაში ბილეთის მინიმალური ფასია – 30 მანათი (18 აშშ დოლარი), მაქსიმალური ფასი – ექვსკაციან VIP მაგიდასთან – 10 ათასი მანათი (5,880 USD).

ეს ბაქოში უკვე მეორე ასეთი open-air ფესტივალია. პირველი “სიცხე” გასულ წელს ჩატარდა და ორ საღამოს გაგრძელდა. მასში 60-ზე მეტმა მსახიობმა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალს პირველი ეროვნული ტელეარხის AzTV-ის 3 მილიონზე მეტი მაყურებელი და 150 მილიონზე მეტი რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის მაყურებელი ადევნებდა თვალ-ყურს. წელს ორგანიზატორებს უფრო დიდი აუდიტორიის შეკრების იმედი აქვთ.

ემინ აგლაროვის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ

„რუსებისგან კლინტონზე კომპრომატის მიღება? ეს ძალიან მომწონს!“ – დონალდ ტრამპის ვაჟი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ