სამინისტროში დააზუსტეს, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლას აპირებენ " />

ეს არ არის „ზნეობის პოლიცია“ – აზერბაიჯანის შს სამინისტრო მიიჩნევს, რომ არასწორად გაუგეს

სამინისტროში დააზუსტეს, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლას აპირებენ

„ზნეობის პოლიცია“ ბაქოში არ გაჩნდება – განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ – “უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა.”

• არაბული ზაფხული, ანუ სექს-ტურიზმი აზერბაიჯანში

• სექს-შოპი სამხრეთ კავკასიაში – სექსი არის, შოპი კი – არა

სამინისტროში ამბობენ, რომ საუბარია არა საგანგებო განყოფილებაზე, არამედ რაზმებზე, რომლებიც ცენტრალურ ქუჩებზე პატრულირებენ და იქაურობას აშორებენ „მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც ტურისტებს ინტიმურ მომსახურებას სთავაზობენ“.

თავიდან ყველანაირი გაუგებრობა იმით დაიწყო, რომ თავის განცხადებებში სამინისტრო მონდომებით გაურბის სიტყვა „პროსტიტუციას“ოფიციალური ფორმულირება ამჯერადაც ბუნდოვნად ჟღერს:

 „ქალაქელების მრავალრიცხოვანი მომართვის საფუძველზე, პოლიციამ ბაქოს ცენტრალური ქუჩებიდან მოაშორა ის ქალები, რომლებიც ისეთ ქმედებებს ეწევიან, რაც აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ ფასეულობებსა და მენტალიტეტს ეწინააღმდეგება, და ტურისტებს უხამს წინადადებებს სთავაზობენ“.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ეჰსან ზაჰიდოვი განმარტავს, რომ ეს ქალები ცენტრალური ქუჩებიდან მიჰყავდათ და მათ გაფრთხილებას აძლევდნენ.

2019 წლის 3 სექტემბერი 

ბაქოში „ამორალური და ეროვნულ მენტალიტეტთან შეუსაბამო მოვლენების“ საწინააღმდეგო სპეციალური პოლიციის რაზმები გაჩნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოდან აცნობეს. მაგრამ გაურკვეველია, პოლიცია კონკრეტულად რის და ვის მიმართ აპირებს მოქმედებას. 

ვინ არიან „დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის“ მქონე პირები?

პოლიციის სპეციალური რაზმები, ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებზე გამოჩნდებიან. 

ზნეობრიობისთვის თვალ-ყურის დევნების გადაწყვეტილება მათ „დედაქალაქის მცხოვრებლებისგან მიღებული საჩივრებისა და შენიშნული ნეგატიური სოციალური მოვლენების“ გამო მიიღეს,“ – ამბობს ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურის უფროსი ელშად გაჯიევი.

მისი თქმით, დედაქალაქის ღამის კლუბებში, სასტუმროებსა და ცენტრალურ ქუჩებში  „საზოგადოებრივი მორალისა და ეთიკის საწინააღმდეგო მოვლენები შეინიშნება“

პოლიციამ გადაწყვიტა, „ეროვნული და მორალური ფასეულობებისთვის შეუსაბამო ქმედებები“ და მსუბუქი ყოფაქცევის პირთა საქმიანობა“ აღკვეთოს

თუ რას გულისხმობს ეს ყველაფერი, გაჯიევი არ განმარტავს.

უმრავლესობამ ეს სიახლე პროსტიტუციისთვის „ომის“ გამოცხადებად აღიქვა.

სკეფსისი სოციალური ქსელებში

სოციალურ ქსელებში ეს სიახლე სკეპტიკურად აღიქვეს. მთავარი პრობლემა მათ პოლიციის მხრიდან იმ ფასეულობებზე თავდასხმაში დაინახეს, რაც მას, წესით, არ უნდა აღელვებდეს – ზნეობასა და მორალზე.

ზოგიერთი კომენტარი:

 „პროსტიტუცია – ერთია. მაგრამ აქ საუბარია  „ამორალურ ქცევასა“ და „ეროვნულ მენტალიტეტზე“. ეს ის არის, რაც არ არსებობს“;

 „პოლიციის „მფარველობის“ გარეშე, ბაქოში არც ერთი  ბორდელი არ მუშაობს. თავის თავს უნდა ებრძოლონ, თუ რა ხდება?;

 „ჩვენს რეალობაში ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეძავების მომსახურება გაძვირდება“

რამდენად კანონიერია ეს?

უფლებადამცავი ელდარ ზეინალოვი მიიჩნევს, რომ პოლიციის სპეციალური რაზმები ასევე მაწანწალებსა და მოწყალების მთხოვნელებზეც „ინადირებენ“, მაგრამ მთავარ სამიზნედ მაინც სწორედ სექს-მუშაკები იქცევიან. და ის ამ კამპანიას არა ზნეობისთვის ბრძოლას უკავშირებს, არამედ სექს-მუშაკებისგან „დივიდენდების“ მიღების სურვილს:

„საიდუმლო არ არის, რომ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ადგილობრივი სექს-მუშაკების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ და ამისთვის გულუხვად იხდიან. და აი, ტურისტული სეზონი დასრულდა, გოგონებმა არცთუ ცუდი შემოსავლის მიიღება მოასწრეს, და დრო დადგა, პოლიციას გაუნაწილონ. იმით დასრულდება, რომ მათ „გაატყავებენ“, და ყველაფერი ძველებურად იქნება“, – ამბობს ზეინალოვი.

ადვოკატმა ასაბალი მუსტაფაევმა სააგენტო ტურანისთვის გაკეთებულ კომენტარში გაიხსენა, რომ კანონმდებლობაში არ არსებობს ცნება „საზოგადოებრივი ზნეობა“ და „ეროვნული მენტალიტეტი“, და ამ ცნებების შეფასება სუბიექტურია.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ ბორდელის ქონა ითვალისწინებს, პროსტიტუციით დაკავება კი, უარეს შემთხვევაში – მცირე ჯარიმას.


ასევე წაიკითხეთ