ოთხი ქვეყნის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ პროექტს დიდ იმედებს უკავშირებენ " />

ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა

ოთხი ქვეყნის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ პროექტს დიდ იმედებს უკავშირებენ

30 ოქტომბერს ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ამ რკინიგზის მშენებლობა ათ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გახსნა რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. საბოლოოდ ოთხი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ყაზახეთის ლიდერებმა დღეს ოფიციალურდ აანთეს „მწვანე შუქი“ პირველი შემადგენლობის გზაზე, რომელიც ბაქოდან თბილისის გავლით ყარსში გაემგზავრა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ უზბეკეთისა და ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლები.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი – ყველაზე სანდო და მოკლე გზაა ევროპასა და აზიას შორის. საწყის ეტაპზე ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზით მოხდება 5 მილიონი, შემდეგ 17 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება. ბაქო-თბილისი-ყარსი ავრაზიას სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ეს გზა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, გაზრდის ურთიერთინვესტირების მოცულობას და ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააძლიერებს“, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

მან დასძინა:

ზოგიერთებს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის წარმატების არ სწამდათ. აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ეს პროექტი წარმატებით დაასრულეს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელოვნება აღნიშნა:

ბაქო-თბილისი-ყარსის წარმატება ჩინეთთან მზარდ ეკონომიკურ კავშირს ნიშნავს. საკონტეინერო შემადგენლობა ჩინეთიდან გასვლის შემდეგ დანიშნულების პუნქტამდე 8 დღის განმავლობაში აღწევს“, – თქვა კვირიკაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამგვარ შეფასებას მხარი დაუჭირა:

ჩვენ ევროპას ყაზახეთისა და თურქმენეთის აკტაუსა და თუქმენბაშის პორტებთან ვაერთებთ. ბაქო-თბილისი-ყარსი 6 მილიონი ტონა ტვირთისა და 1 მილიონი მგზავრის ტრანსპორტირებას მოახდენს. 2030 წელს ეს ციფრები 17 მილიონ ტონა ტვირთსა და 3 მილიონ მგზავრს გაუტოლდება“, – თქვა ერდოღანმა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი აზიიდან ევროპაში გადაზიდვების ვადას შეამცირებს – „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში 10 მილიარდ დოლარზე მეტია ჩადებული. ეს პროექტი ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვის ვადებს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს“.

ეკონომიკის ექსპერტმა, ოპოზიციური მოძრაობა „РеАл“-ის აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა აღნიშნა, თუმცა მის ეკონომიკურ მიზანშეწონილობსთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა:

აზერბაიჯანმა, რომელიც ამ პროექტის დონორია, მის განსახორციელებლად 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამ რკინიგზის შემოსავალი პირველ წლებში ალბათ 20-30 მილიონ დოლარს არ გადააჭარბებს. გარდა ამისა, არსებობს არსებითი ბუნებრივი წინააღმდეგობები „პეკინიდან ლონდონისკენ“ მიმავალ გზაზე – ეს არის ბორანი კასპიის გავლით და ბორბლების გამოცვლის აუცილებლობა თურქეთსა და ევროპაში გასვლის წინ, როგორც ცნობილია, რუსული სარკინიგზო ხაზების სიგანის სტანდარტი ევროპულისგან განსხვავდება. ეს ყველაფერი დროის კარგვაა. საოცრება იქნება პროექტი 25-30 წელიწადში თუ დაიწყებს ამოღებას“, – მიაჩნია ნატიკ ჯაფარლის.

• ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აიგო. პროექტის განხორციელება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღდგენილია რკინიგზის მონაკვეთი საქართველოს ქალაქ ახალქალაქიდან ყარსის სარკინიგზო სადგურამდე. ბაქო-თბილისი-ყარსის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს.

• ბაქო-თბილისი-ყარსის ექსპლუატაციის დასაწყისიდან პირველ ეტაპზე ნავარაუდევია ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა, მეორე ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ, შესაძლოა, 17 მილიონ ტონას, ხოლო მგზავრების რაოდენობამ წელიწადში ორ-სამ მილიონს მიაღწიოს.

Related Posts

აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს

აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს

აზერბაიჯანის სამხრეთში დაახლოებით ასი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აზერბაიჯანის სამხრეთში დაახლოებით ასი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ბოინგის შვიდი თვითმფრინავი “აზერბაიჯანული ავიახაზებისთვის

ბოინგის შვიდი თვითმფრინავი “აზერბაიჯანული ავიახაზებისთვის"

დისკუსია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ

დისკუსია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ

თაღლითობაა თუ არა რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთისთვის გამოყოფილი რუსული კრედიტი?

თაღლითობაა თუ არა რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთისთვის გამოყოფილი რუსული კრედიტი?

თვითცენზურა აზერბაიჯანში - დუმილით შევხვდეთ ყველაფერ სომხურს

თვითცენზურა აზერბაიჯანში - დუმილით შევხვდეთ ყველაფერ სომხურს

ლავროვი: მოსკოვი სიხარულით შეხვდება აზერბაიჯანის  ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას

ლავროვი: მოსკოვი სიხარულით შეხვდება აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას

რკინიგზა  და აბრეშუმის გზა კავკასიის გავლით

რკინიგზა და აბრეშუმის გზა კავკასიის გავლით

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორი დააანონსეს

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორი დააანონსეს


ასევე წაიკითხეთ