70 კილომეტრი მთების, მდინარეებისა და ხეობების გავლით, და გაჩერებებით ძველ სოფლებში" />

ახალი ტურიზმი სომხეთში: ველური ბუნება, ადრენალინი და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება

70 კილომეტრი მთების, მდინარეებისა და ხეობების გავლით, და გაჩერებებით ძველ სოფლებში

туризм, экотуризм, Сюник, Капан, общественная организация, бизнес, кампания, тропа, гид, бизнес, гостевой дом,

სომეხი გიდების ჯგუფმა ქვეყნის სამხრეთში ეკოტურიზმის განვითარება დაიწყო და მომავალ წელს ამ ტერიტორიაზე უფრო მეტ ტურისტს ელიან.

ახალი 70-კილომეტრიანი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება სიუნიკის ოლქში, გაივლის ნაკრძალებსა და ტყეებს და ერთმანეთს ბილიკებით დაუკავშირებს ქალაქებს, კაპანსა და მეგრის.

ველური ბუნება, მდინარეზე გადასასვლელები, ძველი ტაძრები და დასახლებები გზაზე. ფოტო: JAMnews

გიდები ამბობენ, რომ ეს მთიანი მარშრუტი საშუალებას მოგცემთ, ნახოთ ველური ბუნება, გზა გაიკვლიოთ ხეობებში, გადაკვეთოთ მდინარეები, ნახოთ ძველი ტაძრები და დასახლებები.

მარშრუტში შედის „ჭადრის ტყე“, აღმოსავლური წიფლის კორომი და მთა ხუსტუპი, სადაც საკარვე ბანაკებია. მარშრუტის ნაწილი პირდაპირ სახელგანთქმულ აბრეშუმის გზაზე გადის.

მომავალი „სამოთხე“ ტურისტებისთვის? ფოტორეპორტაჟი საქართველოში მდებარე დაშბაშის ხეობიდან

სომხური სოფელი, საიდანაც ფულის გამოსამუშავებლად არავინ მიდის

туризм, экотуризм, Сюник, Капан, общественная организация, бизнес, кампания, тропа, гид, бизнес, гостевой дом,

„ჭადრის ტყეც“ შედის მარშრუტში. ფოტო: JAMnews

იდეა ეკუთვნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას „გიდები სამხრეთიდან“ და მათი მიზანია არა მხოლოდ ეკოტურიზმის განვითარება, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის

„2019 წლის ბოლოს ჩვენი მარშრუტი მზად იქნება – სრულად დამუშავებული, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი და აღბეჭდილი რუკებზე. იმ დროისთვის გადამზადება ექნება გავლილი ბევრ ადგილობრივ გამყოლს. დიდ პიარ-კამპანიას მოვაწყობთ ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობით და ბევრი ტურისტის მოზიდვის იმედი გვაქვს“, – ამბობს ორგანიზაციის „გიდები სამხრეთიდან“ ხელმძღვანელი, რობერტ მატევოსიანი.

მარშრუტი და, შესაბამისად, ახალი ტურისტული ბიზნესი მოიცავს ოთხ სოფელს, რომლებიც „შიკაოხის“ ნაკრძალსა და „არევიკის“ ეროვნულ პარკთან მდებარეობს.

„ადგილობრივი მცხოვრებლები გაყიდიან პროდუქტებს, გახსნიან რესტორნებს, მოთხოვნა გაჩნდება ადგილობრივ ტრადიციულ რეწვის ნიმუშებზე. მიზანი ისაა, რომ საზოგადოება თავისით განვითარდეს, გარე დახმარების გარეშე და ტურიზმი მათთვის სტიმული გახდება“, – ამბობს გიდი, ეკოლოგი და ორგანიზაციის „გიდები სამხრეთიდან“ პროგრამის კოორდინატორი, დავიდ აკოფიანი.

დავიდ აკოფიანი პროფესიით ისტორიის მასწავლებელია, კაპანის გეოლოგიის მუზეუმში მუშაობს, გიდის საქმეს კი თავისუფალ დროს აკეთებს. ფოტო: JAMnews

მთლიან პროგრამას ეწოდება „ეკოტურიზმი – სტიმული დაცული ტერიტორიების გარშემო სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“. 2018 წლიდან უკვე მომზადდა 27 გამყოლი და მათთან ერთად შეაგროვეს ლეგენდები, მოთხრობები და ისტორიები ტრადიციების შესახებ, მოამზადეს პროგრამა ტურისტებისთვის.

„მარშრუტის შემუშავებისას ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მოხალისეები პერუდან, კოლუმბიიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. თუკი საჭირო დაფინანსებას მივიღებთ, წლის ბოლოსკენ ჩავატარებთ კურსებს, როგორ უნდა გაუკეთონ ორგანიზება სასტუმრო ბიზნესს“, – ამბობს დავიდი.

ამ 70-კილომეტრიანი მარშრუტისთვის შეიქმნება საკუთარი ვებგვერდი, სადაც განთავსდება საქონლისა და მომსახურების სია, რომელსაც პროექტში ჩართული მინიმუმ 40 ოჯახი შემოგთავაზებთ. ასევე, ვებგვერდზე გაეცნობით ამ ადგილებისთვის ტრადიციული კერძების რეცეპტებს.

 

ყოველწლიურად, სიუნიკის რეგიონში, დაახლოებით,, ორი-სამი ათასი ტურისტი ჩამოდის აშშ-დან, ევროპიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან. ეს ადგილები პოპულარულია თვითონ სომხეთის მცხოვრებლებშიც. ფოტო: JAMnews

 

შიკაოხი – პროგრამაში ჩართული რვა სოფლიდან ერთ-ერთია. ის ერევნიდან 330 კილომეტრშია. სოფლის გარშემო უღრანი ტყეა, იქვეა „შიკაოხის“ ნაკრძალი. ამ ადგილებში დაცული ბევრი მცენარე და ცხოველია წითელ წიგნში შეტანილი. ფოტო: JAMnews

1990-იანი წლების დასაწყისიდან სოფელ შიკაოხის მოსახლეობა ოთხჯერ შემცირდა და ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა.

ადგილობრივი სკოლის სამხედრო მომზადების 58 წლის მასწავლებელმა, არამაის თადევოსიანმა, ცოლთან ერთად, ტურისტულ ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა – მათ უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები. გაარემონტეს საკუთარი ორსართულიანი სახლი და ამ წელს პირველი ტურისტებიც მიიღეს.

„ჩვენთან ჩამოვიდნენ ტურისტები რუსეთიდან და კოლუმბიიდან. შინაურულად მივიღეთ, გამოვკვებეთ საკუთარი პროდუქტით. გყვავს ქათმები, არის სათბურიც, თვითონ ვამზადებ არაყს, ჩემი მეუღლე კარგი მზარეულია. მაღალი ფასები არ გვაქვს, ჯერჯერობით, ტურისტების დიდი ნაკადი არ გვყავს“, – ამბობს არამაისი. ფოტო:  JAMnews

არამაისის ვაჟიშვილი 27 წლისაა. ბაგრატი და მისი ცოლ-შვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ რუსეთიდან.

ბაგრატმაც გაიარა გიდებისა და გამყოლის კურსები. საკუთარი ხელით ააწყო მანქანა, რათა ტურისტები მთებში ატაროს. ფოტო: JAMnews

„სამუშაოდ წავედი, მაგრამ ვერ შევძელი რუსეთში ცხოვრებასთან შეგუება. თუკი ტურისტები შეიტყობენ ჩვენი ადგილების შესახებ – ჩამოვლენ. ჩვენ გაგვიჩნდება გარკვეული საქმით დაკავების შესაძლებლობა, შევწყვეტთ სოფლიდან წასვლაზე ფიქრს და ვინც წავიდა, დაბრუნდება“, – ამბობს ბაგრატი.


ასევე წაიკითხეთ