იმ დროს დაზარალებულის ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლოზე არ ჩამოვიდნენ " />

აფხაზეთში 2017 წელს მოკლული რუსი ტურისტის საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო

იმ დროს დაზარალებულის ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლოზე არ ჩამოვიდნენ

ტურისტები რიწის ტბაზე აფხაზეთში. ფოტო: დიმიტრი სტატეინოვი

აფხაზეთში ძმები ჯინჯოლიების მიერ 2017 წლის ივლისში მოკლული რუსი ტურისტის ანდრეი კაბანოვის  სისხლის სამართლის საქმეზე მოსმენა დაიწყო.

•  ორი შავნიღბიანი, ერთი ავტომატით, მეორე კი დანით შეიარაღებული, ოჯახთან მივიდა და ფული მოსთხოვა. როგორ მოხდა ეს. 

ანდრეი კაბანოვის მკვლელობის საქმის პირველ ორ მოსმენაზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლომ გაასაჯაროვა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ პროცესზე არ ჩამოვიდნენ.

წაიკითხეს ჩიჟიკოვისა და არასრულწლოვანი კორნეევას ჩვენებები.

შემდეგ სასამართლომ მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

მოწმეებს შორის არიან – ლიუდმილა გვარამია – გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების მედდა, რუსლან გრიგოლია და ვლადისლავ ხარაზია – გუდაუთის, შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების სამძებრო განყოფილების ოპერრწმუნებულები, ასევე რუსლან ჯარსალია – სკოლის დაცვის წევრი, რომელიც კაბანოვის დასახმარებლად პირველი მივიდა.

მოწმეების დაკითხვის დროს სასამართლომ მკვლელობის დღის – 2017 წლის 11 ივლისის სურათი აღადგინა.

მოსმენაზე მოსკოვიდან ჩამოვიდნენ მოკლული კაბანოვის და, და ცოლი. სხდომათა დარბაზში იმყოფება ორივე მსჯავრდებული – ძმები ადგურ და დაურ ჯინჯოლიები და მათი ადვოკატები.

Погода, грабители, ГАИ

აფხაზეთის ომის დამთავრებიდან მთელი 25 წლის განმავლობაში ეს აფხაზეთში ტურისტის მოკვლის პირველი შემთხვევა იყო. განგაშზე რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურა ფეხზე დადგა. მკვლელებს არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ ჰაერიდანაც ეძებდნენ, საქმეში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო.

პრეზიდენტის დავალებით, დაზარალებულების სამშობლოში გამგზავრებისა და დაღუპულის გადასვენების ორგანიზება აფხაზეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ამ დანაშაულის ჩამდენების დადგენა და დაკავება უკვე რამდენიმე დღეში მოხერხდა, ესენი აღმოჩნდნენ – გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუკის მაცხოვრებლები, ძმები ადგურ და დაურ ჯინჯოლიები.

2017 წლის 27 ივლისს გუდაუთის რაიონის პროკურატურამ ბრალდება წაუყენა ძმებ ჯინჯოლიებს, რომლებიც ტურისტების ჯგუფზე თავდასხმასა და ანდრეი კაბანოვის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ