360 ადამიანს და იურიდიულ პირს 11 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება აქვს " />

აფხაზეთში საკრედიტო დავალიანების მქონე პირთა სია გაასაჯაროვეს. იმედოვნებენ, რომ ასე მათ ვალის გადახდას აიძულებენ

360 ადამიანს და იურიდიულ პირს 11 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება აქვს

აფხაზეთში პრესას გადაეცა და გამოქვეყნდა საკრედიტო დავალიანების მქონე პირთა სია. ეს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განკარგულებით მოხდა. სიაში ჩამოთვლილია დავალიანების მქონეთა სია, სესხის გაცემის თარიღები და 2018 წლის 5 თებერვლისთვის არსებული დავალიანების თანხის ოდენობა.

სიაში სულ 360 ადამიანი და იურიდიული პირია. ცნობილი სახელებიდან იქ მოხვდა მხოლოდ ნოდიკ კვიცინია, ყოფილი დეპუტატი, რომელიც რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

სიაში შესულების წინააღმდეგ ვადაგასული სესხების დაბრუნების თაობაზე პროკურატურამ უკვე შეიტანა სასამართლოში სარჩელი. მათი დავალიანების მთლიანი თანხა 467 მილიონ რუბლზე მეტს (8,15 მილიონ დოლარს), და სამ მილიონ აშშ დოლარს  შეადგენს. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაში ამის თაობაზე არის ნათქვამი, ლაპარაკია შემნახველი ბანკის მიერ, ასევე პრივატიზაციის საგანგებო არასაბიუჯეტო ფონდიდან გაცემულ სესხებზე.

2017 წლის 13 ნოემბერს აფხაზეთის შემნახველ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. ბანკის ხელმძღვანელს ტიმურ ბგანბას უფლებამოსილება ერთი თვით შეეზღუდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სრულიად შეუჩერდა. ბანკში დროებითი ადმინისტრაცია ექვსი თვით დაინიშნა, თუმცა მის კურირებას ბანკის საბოლოო ფინანსურ გაჯანსაღებამდე აპირებენ.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული 


ასევე წაიკითხეთ