წინათ მოხალისეები სანაპიროს ზოლსა და ტურისტულ ადგილებს ასუფთავებდნენ, ახლა ისტორიული ობიექტების ჯერი დადგა" />

აფხაზეთში მოხალისეები ცებელდას უძველეს კომპლექსს ასუფთავებენ

წინათ მოხალისეები სანაპიროს ზოლსა და ტურისტულ ადგილებს ასუფთავებდნენ, ახლა ისტორიული ობიექტების ჯერი დადგა

ფოტო: ვალენტინა ვაგანოვა, JAMnews

აფხაზეთში, დიდი ხანია, არსებობს მოქალაქეების მიერ ტერიტორიების დასუფთავების ტრადიცია. წინათ საქმე სანაპირო ზოლსა და სასეირნო ადგილებს ეხებოდა, ახლა კი მოხალისეებმა ისტორიული ობიექტების დასუფთავებას მიჰყვეს ხელი.  

ცებელდა – აფხაზეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძველად ამ ადგილას გადიოდა გზა, რომლითაც საბერძნეთიდან კავკასიაში საქონელი შემოჰქონდათ.

30-მა მოხალისემ ისტორიული ტერიტორიის ნაგვისგან დასუფთავებას ორი დღე მოანდომა. ერთ-ერთი მოხალისე პარლამენტის დეპუტატი ელჰას ჯინჯოლია იყო.

„კომპლექსი უზარმაზარია, მას რამდენიმე ჰექტარი უკავია, მაგრამ გარშემო აკრავს ტყე, რომელიც ომის შემდეგ გაიზარდა. მის გამო, თითქმის არაფერი ჩანს. ტყემ დაფარა არქეოლოგიური სამუშაოების ყველა მინდორი, რომლებზეც ოდესღაც ცნობილი მეცნიერი იური ვორონოვი გათხრებს აწარმოებდა. ჩვენ ცებელდაში ორი დღე გავატარეთ, მთლიანობაში არცთუ ცოტა რამ მოვასწარით  – ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი გასუფთავდა“,  — უამბო ჯინჯოლიამ JAMnews-ს.

ეს აქცია კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. მონაწილეების მიერ შედგა მოქმედების გეგმა, და ის ერთ მოგზაურობაზე არ არის გათვლილი. სამუშაოების დასრულება 30 სექტემბრისთვის იგეგმება.

ფოტო: ვალენტინა ვაგანოვა, JAMnews

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება.


ასევე წაიკითხეთ