სამედიცინო ცენტრის აშენება სოფელ ეშერაში, ყოფილი სპორტული ბაზის ადგილზე იგეგმება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაინგრა " />

აფხაზეთში თანამედროვე კარდიოცენტრს ააშენებენ – ინვესტიცია რუსეთიდან მოდის

სამედიცინო ცენტრის აშენება სოფელ ეშერაში, ყოფილი სპორტული ბაზის ადგილზე იგეგმება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაინგრა

აფხაზეთში, თანამედროვე კარდიოცენტრის აშენება, სოფელ ეშერაში, ოლიმპიური ბაზის ტერიტორიაზე იგეგმება, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში, ომის დროს დაინგრა.

სამედიცინო ცენტრის მშენებლობას საკუთარ თავზე იღებს რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტო, აცნობა ჟურნალისტებს აფხაზეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ფიფიამ.

აფხაზეთი: როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან და არ ჩავიწვათ

შეიძლება თუ არა პატიმრების ცემა? სამხრეთ ოსეთის გამოცდილება

კომპლექსს 8 ჰექტარი გამოუყვეს ყოფილი საბჭოთა ბაზის კუთვნილი 59 ჰექტარიდან, სადაც საბჭოთა დროს, სსრკ-ის ნაკრებები ემზადებოდნენ ორ ათეულ სპორტის სახეობაში – სპორტული ტანვარჯიშით, ცურვითა და კალათბურთით დაწყებული, სასროლი სპორტების სახეობებით გაგრძელებული.

კონფლიქტის დროს, ეშერას სპორტული ბაზა ზუსტად ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა და სრულად განადგურდა.

ხელისუფლების არაერთი მცდელობა, ეშოვა ინვესტორი და სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ჩაეტარებინა, წარმატებით არ სრულდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზა განთავსებულია ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილას – ზღვის პირას, სოხუმის შესასვლელთან.

ძირითადი მიზეზი – ძალიან დიდი ტერიტორიაა: ინვესტორები მხოლოდ ნაწილის აღებაზე იყვნენ თანახმა, მაგრამ არა მთლიანის.

„სავარაუდოდ, ცენტრში იქნება ინსულტის განყოფილება, კარდიორეანიმაცია, მძიმე კორონარული სინდრომით დაავადებულთა განყოფილება, ასევე, ძლიერი საოპერაციო ბლოკი, სადაც ნეირო-ვასკულარული ოპერაციები ჩატარდება“, – განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ ცახნაკი

როგორ გამოიყურება ეშერის ყოფილი სპორტული ბაზის შენობა დღეს

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ