კვლევის მიხედვით, მიზეზი უფრო გლობალურია - ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლა " />

აფხაზეთში ზედმეტი წონის მქონე ადამიანების რიცხვი მატულობს

კვლევის მიხედვით, მიზეზი უფრო გლობალურია - ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლა

აფხაზეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება „ზედმეტწონიანთა“ და „მსუქანთა“კატეგორიაში (Broca’s formula-ს მიხედვით), და ეს ადგილობრივი საზოგადოებისთვის საკმაოდ უნიკალური მოვლენაა. ამ დასკვნამდე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები მივიდნენ.

ამ კვლევის ავტორები, რომელიც მალე გამოქვეყნდება, ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ცხოვრების ახლებური პირობები გახდა.

„აფხაზეთის მკვიდრთა ხანგრძლივი სიცოცხლის ფენომენი არამხოლოდ უნიკალურ ბუნებრივ პირობებს უკავშირდებოდა, არამედ ადამიანების ამ პირობებისადმი წარმატებულ ადაპტაციასაც – კვების ნორმასა და ცხოვრების წესს“, – ამბობს მოსკოვის სახელმწიფო უნისვერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ელიზავეტა კოკობა.

კოკობას მაგალითად მოჰყავს ტრადიციული ადგილობრივი დიეტა, რომელიც დღევანდელი დიეტოლოგების მიერ შეთავაზებულის შესაბამისია. გაზაფხულსა და ზაფხულში ცხოველური ცხიმებისა და ხორციანი კერძების მიღება შეზღუდული იყო. მცენარეული, ხორცისა და რძის პროდუქტების შეთავსება კარგად იყო დაბალანსებული, შაქარსა და მარილს კი იშვიათად მოიხმარდნენ.   

„ახლა ადგილობრივი მაცხორებლის რაციონის ნახევარს, და შეაძლოა მის დიდი ნაწილსაც კი არატრადიციული საკვები შეადგენს. ადამიანებმა გაცილებით მეტი ხორცის ჭამა დაიწყეს, მათ შორის – ძეხვეულის და შებოლილი სახით. ტკბილეული და ფქვილეული ახლა რაციონში ბევრად მეტია, ვიდრე წინათ.

და კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი – ძველი ტრადიცია ჭამაში თავშეკავებასა და ზომიერებას კარნახობდა, რაც ასევე შეიცვალა“, – ამბობს ელიზავეტა კოკობა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ