რაულ ხაჯიმბა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სასამართლო დავის დაწყებას აპირებს " />

აფხაზეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება

რაულ ხაჯიმბა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სასამართლო დავის დაწყებას აპირებს

აფხაზეთში, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ამის შესახებ, 12 იანვარს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ის მას შემდეგ მოიწვიეს, რაც მასობრივი პროტესტის ფონზე, 10 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აქამდე, ადგილობრივი მედია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერზე, ასლან ბჟანიაზე დაყრდნობით წერდა, რომ არჩევნები 21 მარტს გაიმართებოდა.

პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თუკი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი მაინც მოწამლეს – ვინ და რატომ?

მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩემოგდება

2020 წელს, აფხაზეთში ისევ შტურმით იღებენ პრეზიდენტის სასახლეს. გავიხსენოთ 2014 წლის ანალოგიური შტურმი

რა ხდება აფხაზეთში

გაერთიანებული ოპოზიცია უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მისი გამართვის მომენტიდან, 2019 წლის 8 სექტემბრიდან ითხოვდა. მაშინ, მეორე ტურში, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ.

თუმცა, ოპოზიციამ ეს გამარჯვება უკანონოდ მიიჩნია. ხაჯიმბამ მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა – იმ დროს, როდესაც, კანონით, გამარჯვებისათვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან 50 პროცენტს +1 ხმის დაგროვება.

პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 9 იანვარს დადგა. ოპოზიციის, დაახლოებით, ათასამდე მხარდამჭერმა თავდაპირველად ალყა შემოარტყეს პრეზიდენტის სასახლეს, შემდეგ კი შიგნით შეიჭრნენ.

10 იანვარს, პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირა პარლამენტმაც, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მოქმედ პრეზიდენტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ალტერნატიულ რეზიდენციაში, „სახელმწიფო აგარაკზე“ იმყოფებოდა, უარს ამბობდა რეკომენდაციის გათვალისწინებაზე და აცხადებდა, რომ მზად იყო ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

თუმცა, ოპოზიციამ უარი თქვა დიალოგზე. პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ დატოვებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, სანამ ხაჯიმბა თანამდებობიდან არ გადადგებოდა.

საბოლოოდ, 10 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაამტკიცა და ცესკოს ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ