სამი წარმატებული პროდუქტის შესახებ, რომელსაც „დამზადებულია აფხაზეთში“ აწერია " />

აფხაზეთი: როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან და არ ჩავიწვათ

სამი წარმატებული პროდუქტის შესახებ, რომელსაც „დამზადებულია აფხაზეთში“ აწერია

სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან მოედნად რჩება, სადაც აფხაზეთის მცხოვრებლებს საკუთარი თავის ბიზნესში გამოცდა შეუძლიათ.

• პელმენების საგა

რაჰათ-ლუხუმი და კომპოტი ადგილობრივი ხილისგან 

სოხუმიდან 10 კილომეტრში, ოჩამჩირისკენ მიმავალ გზაზე, გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში მდებარე ორსართულიანი შენობა მარშანების ოჯახის საწარმოა.

აქ, ყოველდღიურად, 12 ადამიანი ახარისხებს ხილს, არჩევს არაქისს, ამზადებს შეფუთვას, ხარშავს, ურევს, აბრტყელებს, ფუთავს. და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ უკვე პოპულარული რაჰათლუკუმი დაამზადონ „სოხუმი-კალეს“ სამარკო ნიშნის ქვეშ.

 როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?

 აფხაზეთში კორუფციასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო?

საწარმო უკვე ორი წელია მუშაობს. როგორც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თურქეთიდან რეპატრირებულმა მერთ მარშანმა გვითხრა, წარმოების მთავარი პრინციპია – შეინარჩუნოს პროდუქტის 100% ნატურალურობა.

„აფხაზეთში, თურქეთისგან განსხვავებით, სადაც ადრე ვცხოვრობდი და სადაც უდიდესი რაოდენობით ლუხუმს აწარმოებენ, არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადების შესაძლებლობა. აქ ბევრი ხილია, კარგი ეკოლოგია – ყველა პირობაა“, – ამბობს 27 წლის მეწარმე.

ხილის მიმწოდებლები – მეზობელი სოფლების მცხოვრებლები არიან, რომლებიც მერთ მარშანს საკუთარი ბაღების მოსავალს აბარებენ.

დამკვეთები – მაღაზიები მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, პროდუქციის ნაწილი კი იგზავნება რუსეთში. ამრიგად, აფხაზური რაჰათ-ლუხუმი იყიდება პოპულარულ მაღაზიათა ქსელ „პერეკრიოსტოკში“, მოსკოვში.

ლუხუმის გარდა, მარშანების ოჯახის საწარმო ნატურალურ კომპოტებსაც ამზადებს, ათამდე სხვადასხვა გემოთი.

„აი, მაგალითად, ბოლო პარტია გაიგზავნება რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე მდებარე მაღაზიაში. ჩვენ წინასწარ შეკვეთებზე ვმუშაობთ და ეს რეალიზაციის ბევრ რისკს გამორიცხავს. და ასეთი შეკვეთა ბევრია, განსაკუთრებით ქორწილების სეზონზე“, – ამბობს მერთ მარშანი.

მეწარმე გვიხსნის, რომ აფხაზეთში ხილი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში იღებს ნაყოფს, ამიტომაც წარმოება პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრობლემები იქმნება, როდესაც აღჭურვილობა ფუჭდება.

იმის გათვალისწინებით, რომ დანადგარები აფხაზეთში არ იწარმოება, საჭირო ნაწილების შოვნაც აქ შეუძლებელია. მათი შეკვეთა უწევთ რუსეთში ან თურქეთში და მოწოდებას გარკვეული დრო სჭირდება. მერთის თქმით, ეს წარმოების ყველაზე დიდი სირთულეა.

Асида Авидзба, JAMnews

აჯინჯუხი (თხილი და ყურძნის წვენი) 

ამინა ლასურია – ახალგაზრდა დედა და საქმის მწარმოებელი სოხუმის საბავშვო ცენტრში. წელიწად-ნახევრის წინ ის ექსპერიმენტზე წავიდა, რომელიც ახლა მისი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა. 

ამინამ დედის რეცეპტით, გასაყიდად აჯინჯუხის (ტრადიციული ტკბილეული თხილითა და ყურძნის წვენით) დამზადება დაიწყო.

დამზადების პროცესის შესახებ და მომხმარებელთა გამოუხმაურება გამოაქვეყნა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, ჰეშთეგით #ჩემიბავშვობისგემო. მალე ბევრი შეკვეთა მიიღო. ახლა აჯინჯუხი გააქვთ უკვე საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში.

„Instagram-ი – პროდუქციის რეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. ჩემთვის ეს კარგი რეკლამაა. ახლა სოხუმში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, რომელიც ჩემს პროდუქციას ყიდულობს სარეალიზაციოდ. დანარჩენი გაყიდვები სოციალური ქსელითა და ტელეფონით მიღებულ შეკვეთებზე მოდის“, – ამბობს ამინა.

აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ამინა საკუთარ აჯინჯუხს უბრალო საფოსტო გზავნილის სახით უშვებს. ჯერჯერობით ეს საკმარისია და, ყოველ შემთხვევაში, წარმოების ახლანდელი მოცულობა დიდ შეკვეთებზე კონტრაქტის გაფორმების საშუალებას არც მისცემს.

ამინას მთელი წარმოებაა – თვითონ, დედამისი, ძმა და რძალი. პერიოდულად, დაქირავებული მუშახელის როლში მეზობლები გვევლინებიან. პროდუქციას სახლში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში ამზადებენ.

აჯინჯუხის წარმოების მთავარი სირთულე – ამინას თქმით, ხარისხიანი ნედლეულის შოვნაა. აფხაზეთში, აზიური ფაროსანას გამო, უკვე რამდენიმე წელია, თხილეულის ცუდი მოსავალია.

„ეს რთულია, მაგრამ მე ვენდობი მომწოდებელს, რომელთანაც დასაწყისიდანვე ვმუშაობ. მან იცის, რომ ნარჩევი თხილი მჭირდება, სხვანაირად შესაძლოა პროდუქცია გაფუჭდეს“, – ამბობს ამინა.

ასიდა ავიძბა, JAMnews

ყურძენი საზამთროსთან ერთად – ან მანდარინი ფეიხოასა და ქაცვთან ერთად 

თუკი ამინასთვის სოციალური ქსელია პროდუქციის რეალიზაციის მთავარი მოედანი, ბრენდ „როსტოკის“ ავტორები ამბობენ, რომ ისინი რეკლამას უკვე აღარ საჭიროებენ. 

დამფუძნებლები, დები ტატიანა და ესმა არჯენიები, კმაყოფილი არიან იმით, რომ მათ საწარმოს მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც პროდუქცია სრულად მიაქვთ. 

დები უკვე მესამე წელია ამზადებენ მურაბებს, ჯემებს, კომპოტებსა და წვენებს, დიდწილად ბებიის რეცეპტით. ამბობენ, რომ პოპულარული გახდა მათი „საავტორო“ ჯემებიც – ყურძნისა და საზამთროს კომბინაცია, გოგრა მანდარინთან ერთად, მანდარინი ფეიხოასა და ქაცვთან ერთად.

გაყიდვის ლიდერებია – მურაბები, წვენები და მანდარინის ჯემები. ვაშლის წვენი თავის რბილობიანად, რომელიც დამზადებულია პირდაპირი დაწურვით, შაქრის დამატების გარეშე, საერთოდ ოფიციალურად არის რეკომენდებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

„როსტოკის“ პროდუქცია – ეს არის ასი პროცენტით ნატურალური პროდუქტი. 2018 წელს, „როსტოკის“ ვაშლის წვენმა და მანდარინის ჯემმა მოსკოვში, აგროწარმოების გამოფენაზე „ოქროს შემოდგომა“, ოქროს მედლები აიღო ნომინაციაში „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“.

„ახლა ვიწყებთ მიწოდებას აფხაზეთში მდებარე სასტუმროებისთვის, პანსიონატებისა და რესტორნებისთვის. თუმცა, ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ პროდუქცია არ გვეყოფა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმოების მოცულობის გაზრდის საშუალება არ გვაქვს“, – აცხადებს ესმა არჯენია.

სამი წლის განმავლობაში გაყიდვები თითქმის გასამმაგდა. არადა, დები ჯერჯერობით ყველაფერს საკუთარ სამზარეულოში ამზადებენ და მხოლოდ ხანდახან ქირაობენ დამხმარე მუშახელს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა – გაფართოებაა, რამდენადაც მოთხოვნა არსებობს. ცეხის გახსნა, აღჭურვილობის ყიდვა და თანამშრომლების აყვანა გვინდა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამას საწყისი დაფინანსება სჭირდება, სერიოზული კაპიტალი, ეს კი არ გვაქვს. ჩვენი ბანკები გრძელვადიან პროექტებზე კრედიტებს არ გასცემენ. ახლა ვფიქრობთ, ეს როგორ გავაკეთოთ“, – გვითხრა ესმამ.

Асида Авидзба, JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ