საკრებულოს თავმჯდომარე გამოდის წინადადებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, არა ზაფხულში, არამედ გაზაფხულზე ჩატარდეს, რათა ტურისტულ სეზონს ხელი არ შეეშალოს" />

აფხაზეთში არჩევნების ჩატარება სამი თვით ადრე იგეგმება

საკრებულოს თავმჯდომარე გამოდის წინადადებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, არა ზაფხულში, არამედ გაზაფხულზე ჩატარდეს, რათა ტურისტულ სეზონს ხელი არ შეეშალოს

ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთში იმის თაობაზე მსჯელობენ, რომ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი არჩევნები სამი თვით ადრე გადმოიტანონ. მიზეზი – „რათა საარჩევნო კამპანიის ნევროზულობამ ტურისტულ სეზონს ზიანი არ მიაყენოს“.

ამ ინიციატივით გამოვიდა სოხუმის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინ ფილია. მან ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს და შესთავაზა მათ, რომ არჩევნები 2019 წლის აგვისტოდან აპრილში გადმოიტანონ, ხოლო არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 27 მაისს ჩაატარონ.

ეს თარიღი აფხაზეთში სიმბოლურია. ხუთი წლის წინ, 2014 წლის 27 მაისს – ათასობით ადამიანმა, რომლებსაც რაულ ხაჯიმბას თაოსნობით სათავეში მაშინდელი ოპოზიცია ედგა (აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტი), საპრეზიდენტო სასახლე შეტევით აიღო. მაშინ პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა, ვადაზე ადრე გადამდგარიყო.

ფხაზეთში ავტორიტეტულ ისტორიკოსს 2014 წლის კრიზისის შესახებ თავის ხელახლა დაწერას აიძულებენ  

როგორ გადადგა აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ადგილობრივ ბიზნესმენთან  ჩხუბის შემდეგ

•  კომენტარი: საიდან უნდა მოიტანოს აფხაზეთმა მილიარდი?

•  აფხაზეთში არააფხაზებმა მოქალაქეობის უფლება უნდა დაამტკიცონ     

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების გადმოტანა მთელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ოჯახისთვის – შემოსავლის მთავარ წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, ზაფხული კი, განსაკუთრებით კი აგვისტო, სამუშაოდ ძირითადი დროა.

არც ერთი ადრესატისგან – პრეზიდენტის, პარლამენტის ან პოლიტიკური პარტიებისგან – ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. მაგრამ იდეას მწვავედ გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში – ძირითადად ნეგატიურად.

ზოგი კერძო ბიზნესისთვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების მსხვერპლად შეწირვის წინადადებამ გააღიზიანა.

სხვები აღაშფოთა 2014 წლის 27 მაისის თარიღის უკვდავყოფის იდეამ, როდესაც საზოგადოება უფრო გაიყო, ვიდრე გაერთიანდა.

ასევე ბევრმა მიიჩნია, რომ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეს ასეთი ინიციატივით გამოსვლის უფლება არ აქვს, რადგან ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ