საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობას აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობაც შეძლებს" />

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება აფხაზეთს არ ეხება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობას აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობაც შეძლებს

ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელი ვიზების გაუქმება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და აფხაზეთს არ ეხება, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში.

აფხაზურმა დიპლომატიურმა უწყებამ პასუხი გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის იმ განცხადებას, რომ „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ“. სამინისტრომ ჯანელიძის სიტყვებს თბილისის მიერ  „ქართულ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის რესუბლიკის მოქალაქეების „შეტყუების“   მორიგი უსუსური მცდელობა“ უწოდა.

„აშკარაა, რომ ე. წ. „ნეიტრალური პასპორტების“ წამოწყების სრულად ჩაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სავიზო რეჟიმის პროცედურის ლიბერალიზაციის სახით, კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სოხუმში მიაჩნიათ, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა, ისევე როგორც ყველა წინა, იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული“.

ამავდროულად, სოხუმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თუკი მას მართლაც აღელვებს აფხაზეთის მოსახლეთა თავისუფალი გადაადგილების საკითხი, „უარი თქვას ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე“, რომლებსაც, თბილისის მიზეზით, უარს ეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოწოდებით მიმართავს ევროკავშირის ქვეყნებს, „უარი თქვან საქართველოს პოპულისტური ქმედებების მხრდაჭერაზე“ და რეალური ზომები მიიღონ აფხზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების „დეიზოლაციისთვის“.

სტატიაში გამოთქმული აზრები ავტორის ტერმინოლოგიას და შეხედულებებს გამოხატავს და აუცილებელი არ არის რედაქციის პოზიციას ასახავდეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ