მთავარი პრეტენზიები: კორუფციისა და კრიმინალის ზრდა და ხელისუფლების უმოქმედობა " />

აფხაზეთის ოპოზიცია მის მიერვე დანიშნულ გენერალურ პროკურორს უპირისპირდება

მთავარი პრეტენზიები: კორუფციისა და კრიმინალის ზრდა და ხელისუფლების უმოქმედობა

ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკი გენერალური პროკურორის მიმართ მძაფრი კრიტიკით გამოვიდა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ზურაბ აჩბა ამ თანამდებობაზე თავად ამ ოპოზიციური ძალების მიერ დაინიშნა.

თუმცა, ამჟამად მას ბრალად ედება უმოქმედობა და არაეფექტურობა, განსაკუთრებით კი რესპუბლიკაში გაზრდილი კრიმინალისა და კორუფციის გამო.

„მხოლოდ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ათზე მეტი გახმაურებული დანაშაული მოხდა, აფხაზეთის მოქალაქეებისა და სამართალდამცველი ორგანოების მიმართ უმოწყალო ძალადობის ფაქტები. აფხაზეთი ურთიერთობების სისხლიანი გარჩევის ადგილად იქცა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების ლიდერებისა და არაადგილობრივი, ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, რომლებიც რესპუბლიკაში თავიანთი გავლენისა და კონტროლის დამყარებას ცდილობენ“.

„აფხაზეთის კონტროლის პალატისა და რუსეთის საბუღალტრო პალატის მასალები საფუძველს გვაძლევს, რომ საბიუჯეტო სახსრების მასობრივად ბოროტად და არამიზნობრივად გამოყენების შესახებ ვილაპარაკოთ, რაც ათობით და ასობით მილიონი რუბლით განისაზღვრება – გაფლანგვაში ბრალდებულთა შორის არიან თითქმის ყველა საკვანძო სამინისტროს ჩინოვნიკები. გაფლანგული სახსრების ჩამონათვალში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც კი მოხვდა”, – ნათქვამია ოპოზიციურ ძალთა ბლოკის განცხდებაში.

გენერალური პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმ კომპრომისის შედეგი იყო, რომელიც 2016 წელს აფხაზეთში მღელვარების შედეგად იქნა მიღწეული.

მოლაპარაკებების სერიის შემდეგ 2016 წლის 19 დეკემბერს ხელი მოწერა შეთანხმებას „საზგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ“, რომელიც, ბევრი ექსპერტის აზრით, რესპუბლიკაში სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა გახდა.

გენერალური პროკურორის სავარძლის გარდა, ოპოზიციამ ამ შეთანხმებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთიდან ორი მოსამართლის, ერთი ვიცე-პრემიერის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის დანიშვნის შესაძლებლობა მიიღო. ამის სანაცვლოდ, ოპოზიციურ ძალთა ბლოკი მაშინ დათანხმდა, რომ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვადამდელ გადადგომას აღარ მოითხოვდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 2016 წლის დეკემბერში ოპტიმიზმით მიიღეს გენერალურ პროკურორად თავიანთი წარმომადგენლის, ზურაბ აჩბას დანიშვნა, და თუნდაც ისეთი პოზიტიური ცვლილებების იმედი ჰქონდათ, რაც „მომავლისადმი თავშეკავებული ოპტიმიზმის მოლოდინის“ საფუძველს მაინც გააჩენდა.

თუმცა, როგორც ოპოზიციურ ძალთა ბლოკი აცხდებს – „არც გარდატეხა, არც სიტუაციის გაჯანსაღება, თუნდაც გარდაქმნაზე რაიმე მინიშნებაც კი არ მომხდარა.“

„ჩვენი ღრმა რწმენით, მოვლენათა ამგვარ განვითრებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია გენერალურ პროკურორს ზურაბ აჩბას“, – აცხადებს ოპოზიცია და აფრთხილებს: თუკი უახლოეს ხანში ცნობილ, გახმაურებულ დანაშაულებებთან და დარღვევებთან დაკავშირებით ზომები არ იქნება მიღებული – ოპოზიციურ ძალთა კავშირი მის გადადგომას მოითხოვს

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ