პუტინი სოჭში აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამას 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს" />

აფხაზეთის არჩევნებში რუსეთმა ფავორიტი განსაზღვრა?

პუტინი სოჭში აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამას 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს

პრეზიდენტი ხაჯიმბა და პუტინი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ. ისაუბრეს რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაზე, მაგრამ მთავარი იყო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდება.

 „ჩვენი შეხვედრა აფხაზეთში არჩევნების წინ მიმდინარეობს, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების მკაცრი შესაბამისობით ჩაივლის და მომავალ სატბილიზაციას შეუწყობს ხელს, როგორც ეკონომიკური შემადგენლის სატაბილურად განვითარებას, ისე დემოკრატიულ სატაბილურობას“, — თქვა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

Kremlin.ru

 რუსეთის მეთაურს კრემლის პრეფერენციებზე ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ ის, რომ ეს შეხვედრა არჩევნების წინ შედგა, საექსპერტო წრეებში აღიქმება მოსკოვის მხრიდან  არაოფიციალურ მხარდაჭერად ხაჯინბას კანდიდატურისადმი, რომელიც არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ორ პოლიტიკოსს შორის დიდი ხნის მეგობრობაც.

ჯერ კიდევ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვლადიმირ პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი აფხაზეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯინბას კანდიდატურას. დაუფარავი მხარდაჭერა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისად იქცა, რადგანაც არჩევნები მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კი არა, სერგეი ბაღაფშმა მოიგო; და ეს შედეგები რაულ ხაჯინბამ არ ცნო,  საბოლოოდ კი სოხუმი სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.

კრიზისიდან გამოსვლა მოხერხდა მიღწეული კომპრომისის ხარჯზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ახალი არჩევნები გამოცხადდა და ორი ოპონენტი ამ არჩევნებზე უკვე ერთ გუნდად გამოვიდა – ბაღაფში პრეზიდენტობის კანიდატად, ხაჯინბა კი – ვიცე-პრეზიდენტობის.

ახლანდელ არჩევნებზე რაულ ხაჯინბას ცხრა კონკურენტი ჰყავს.

მიუხედავად ხაჯიმბასადმი პუტინის დიდი ხნის სიმპათიებისა, კრემლისადმი ყველა კანდიდატი აპრიორი ლოიალურია, და, შესაბამისად, შეთანხმების უნარიანი. ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ მოსკოვის მხრიდან რაულ ხაჯიმბას ღია მხარდაჭერა არ არის.

რამდენად მნიშვნელოვანია საშუალოსტატისტიკური აფხაზი ამომრჩევლისთვის ამა თუ იმ კანიდატის მიმართ კრემლის მხარდაჭერა, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, ახლანდელი ხელისუფლების მხარდამჭერები ამ შეხვედრას არსებული კურსის სასარგებლო არგუმენტად იყენებენ.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ