ოლეგ ამიროვი ამტკიცებს, რომ პოლიციელები ფულს სძალავდნენ ძაღლისთვის ალიკაპის არგაკეთების გამო " />

ბაქოშო ძაღლის მეპატრონე პოლიციისგან გამოწერილ უსამართლო ჯარიმას ასაჩივრებს

ოლეგ ამიროვი ამტკიცებს, რომ პოლიციელები ფულს სძალავდნენ ძაღლისთვის ალიკაპის არგაკეთების გამო

ოლეგ ამიროვმა ძაღლისთვის ალიკაპის არგაკეთების გამო გამოწერილი ჯარიმა გაასაჩივრა და საქმე მოიგო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძაღლის მეპატრონე ასეთი მიზეზით დავობს – ძირითადად, ყველა ჯარიმის გადახდას არჩევს ხოლმე. ამიროვი ასევე ამტკიცებს, რომ პოლიციელები მას ფულს სძალავდნენ, რათა „საკითხი მოეგვარებინათ“.

ფოტო ოლეგ ამიროვის Facebook-ის გვერდიდან

• კატებს ეპატიჟებიან ყავაზე – ვიდეო

• ცხოვრება თავისუფლებასა და ტყვეობაში. ფოტო და ვიდეო ერევნის ზოოპარკიდან

ორი ჰასკი, სამი პოლიციელი და ჯარიმა 177 დოლარი 

ოლეგ ამიროვს ჰასკის ჯიშის ორი ძაღლი ჰყავს.

ის ჰყვება, რომ ბაქოში, ზღვისპირა ბულვარში მათთან ერთად სეირნობდა, როდესაც მასთან სამი პოლიციელი მივიდა და ჰკითხა, რატომ არ ეკეთათ ძაღლებს ალიკაპი.

ამიროვმა უპასუხა, რომ ჰასკი – საშუალო ჯიშის ძაღლია, კანონით კი ალიკაპის ტარება დიდი ზომის ძაღლებზე ვრცელდება.

რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, რომ კანონში არ არის მითითებული, რომელი ძაღლები ითვლებიან დიდი ზომისად და, შესაბამისად, პოლიციას თავად აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება.

ძაღლების გაბარიტებთან დაკავშირებით დავა პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. საბოლოოდ, ამიროვს 200 მანეთის (დაახლოებით 117 დოლარის) ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.

„მეორე დღეს შემომითვალეს, რომ „ჩემი საკითხი“ შესაძლოა ჯარიმის ნახევარ ფასად მოგვარებულიყო“, – ამბობს ამიროვი.

ოლეგ ამიროვმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა – ჯარიმა გაუუქმეს.

პოლიციელები, რომელთა წინააღმდეგაც მიდიოდა დავა, სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილან.

გამოძალვის საკითხს არ შეხებიან.

„სასამართლო აღმასრულებელმა თქვა, რომ მე პირველი ვარ, ვინც გადაწყვიტა, ჯარიმა არ გადაეხადა და ბოლომდე წასულიყო“, – ამბობს ამიროვი. ის ძაღლების ყველა მეპატრონეს, რომლებიც მსგავს პრობლემას აწყდებიან, მოუწოდებს, არ გადაიხადონ მაშინვე ჯარიმა და არ შეეშინდეთ საკუთარი უფლების დაცვა.

მსგავსი შემთხვევები 

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა ამავე თემაზე საკუთარი გამოცდილების შესახებ დაწერა:

„მე ცვერგშნაუცერი მყავს – ყველაზე პატარა მოსამსახურე ძაღლია მსოფლიოში. და ამის მიუხედავად პოლიციელებმა ზეწოლა მოახდინეს და 7-8 კაცი დიდი ხანი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისთვის ალიკაპი უნდა გამეკეთებინა“;

„მე საშუალო ზომის ჯიშის ძაღლი მყავს და არასოდეს არავის შევუწუხებივარ. ჩემს ნაცნობს კი ზუსტად იმავენაირი ძაღლი ჰყავს და რამდენიმე წლის წინ 200 მანათით დააჯარიმეს“;

„პოლიციამ რამდენჯერმე მომცე შენიშვნა, მაგრამ ხან 30 მანათი მომთხოვეს, ხან 60…“.

როგორაა კანონით? 

მართლაც, აზერბაიჯანის ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დიდი ზომის ძაღლები ალიკაპით უნდა ასეირნონ. ამ კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 200 მანათის ოდენობით.

„სიდიდის კრიტერიუმები“ კანონში მითითებული არ არის, მაგრამ არსებობს საყოველთაოდ მიღებული ძაღლების ზომების კლასიფიკაცია. როგორც წესი, ყველა ძაღლის პასპორტში მითითებულია, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება.

ოლეგ ამიროვის ჰასკის შემთხვევაში საბუთებში წერია, რომ ეს ძაღლი საშუალი ზომის კატეგორიისაა. შესაბამისად, ალიკაპის ტარება აუცილებელი არ არის.

„30 კილოგრამამდე და 60 სანტიმეტრზე დაბალი ძაღლები არ არიან ვალდებული, ქუჩაში ალიკაპი ატარონ. შეწყვიტეთ კორუფციის დასპონსორება – ეს მისი განადგურების ერთადერთი გზაა“, – ამბობს ამიროვი.


ასევე წაიკითხეთ