საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ ბრიტანეთში - „შეჩერებული“ პარლამენტი" />

არჩევნები დიდ ბრიტანეთში: პრემიერ-მინისტრი დამარცხდა, მაგრამ არ მიდის

საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ ბრიტანეთში - „შეჩერებული“ პარლამენტი

ფოტო:BBC

კოალიციური პარლამენტი და დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისის აუცილებლობა – ასეთია დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს ჩატარებული ვადამდელი არჩევნების დღეს გამოცხადებული შედეგი.

არჩევნების ინიციატორი იყო პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელსაც პარლამენტში თავისი კონსერვატიული პარტიისთვის მეტი ადგილის მოპოვება, და საკუთარი თავისთვის ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკებების გამარტივება სურდა.

შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა – კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში წარმომადგენლობა შეუმცირდა, თუმცა ფორმალური უმრავლესობა შეინარჩუნა.

პარლამენტში თავისი პოზიციები გაიმყარა კონსერვატორების მთავარმა მოწინააღმდეგემ – ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც ახლა 260 ადგილი აქვს კონსერვატორების 313-ის წინააღმდეგ, დანარჩენი ადგილები ეკუთვნით წვრილ პარტიებს, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც კოალიციის ბედს. ინგლისის პარლამენტში სულ 650 ადგილია.

ახლა პარლამენტი „შეჩერებულ“ მდგომარეობაში იქნება. პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად  კოალიციების ძებნა მოუწევთ.

“დამარცხების მიუხედავად, ტერეზა მეი გადადგომას არ აპირებს. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება” – იუწყება ВВС.

თუკი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდება, დიდ ბრიტანეთს ახალი საპარლამენტო არჩევნები ელოდება.


ასევე წაიკითხეთ