საავადმყოფოში უკვე ნახმარი აღჭურვილობა დადგეს, თუმცა მასში ახლის ფასი გადაიხადეს" />

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან ფულის მიტაცებაშია ეჭვმიტანილი

საავადმყოფოში უკვე ნახმარი აღჭურვილობა დადგეს, თუმცა მასში ახლის ფასი გადაიხადეს

აფხაზეთში ოპოზიცია მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც, შესაძლოა,  საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვილობისთვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის მიტაცებასთან არიან დაკავშირებულნი.   

სკანდალი დაიწყო აფხაზეთის კონტროლის პალატის ანგარიშით, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელს საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვის თვალსაზრისით შეამოწმა. კერძოდ, რევიზიამ დაადგინა, რომ სამინისტრომ სოხუმის კერძო კლინიკა „სავიტარისგან“ შეიძინა აღჭურვილობა, რომელიც მანამდე უკვე მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.  

თუმცა, საბუთებში ეს არანაირად არ არის ასახული – ჯანდაცვის სამინისტრომ ამ აღჭურვილობის ვერანაირი ტექნიკური პასპორტის წარმოადგენა ვერ შეძლო – თან მასში იმდენი ფული იყო გადახდილი, როგორც – ახალში.  

გარიგების თანხა 40 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენდა [დაახლოებით $600 ათსი].  ამ თანხის ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იყო გადარიცხული.   

კონტროლის პალატამ ასევე ფასების შედარებითი ანალიზი ჩაატარა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამინისტროს სრულიად ახალი აღჭურვილობაც რომ შეეძინა – მაინც 4 მილიონი რუბლით (დაახლოებით $68 ათასი) ნაკლები უნდა გადაეხადა.

„ჩვენ ვდუმვართ, არ ვრეაგირებთ. დუმს პრეზიდენტი. დუმს პრემიერ-მინისტრი. ვის ველოდებით?“ , – ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია.

აფხაზეთის პარლამენტის სხდომაზე სწორედ მან წამოწია ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის შემოწმების აუცილებლობის საკითხი. ბჟანიამ მოუწოდა, რომ „საკითხს ნათელი მოეფინოს“: ან მათ დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ვისაც კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ ამ დარღვევაში მიუძღვის ბრალი – ან თავად კონტროლის პალატა გაუქმდეს.

პარლამენტი ამ საქმის შესახებ მოსმენას უახლოეს მომავალში აპირებს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ