დამოუკიდებელი ექსპერტები 20%-ს ითვლიან " />

აზერბაიჯანში მსჯელობენ, თუ რამდენი პროცენტია რეალურად უმუშევრობა

დამოუკიდებელი ექსპერტები 20%-ს ითვლიან

აზერბაიჯანში უმუშევრობის დონის შესახებ ახალი ფაქტები გაახმოვანეს, და ის უკანასკნელ „ოფიციალურ ვერსიას“ საერთოდ არ ემთხვევა. დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანში უმუშევრებს, პრინციპში, არასწორად ითვლიან.

• საქართველოში სამუშაო ადგილებზე დაზარალებული ადამიანების ისტორიები

• როგორ აამოქმედეს სომხეთში სოციალური ბიზნესი „მხოლოდ ქალებისთვის“

მეწარმეობის, ეკონომიკური პოლიტიკისა და მრეწველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზიად სამედზადეს თქმით, აზერბაიჯანში უმუშევრობის დონემ თითქმის სამჯერ იკლო: 40-45%-დან 14%-მდე.  

სააგენტო Trend სამედზადეს სიტყვების ციტირებისას, არ აზუსტებს, თუ რა პერიოდში მოხდა ეს კლება. სხვა რესურსები ამბობენ, რომ იგულისხმება ბოლო 27-28 წელიწადი – იმ მომენტიდან, რაც აზერბაიჯანი დამოუკიდებელი გახდა. ეს რესურსები ზიად სამედზადეს სიტყვებს სრულიად სხვაგვარად გადმოსცემენ.  მაგალითად,  Oxu.az  ამტკიცებს , რომ ის 5-6%-ზე ლაპარაკობდა

მარტში იმავე 5%-ის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც

ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა  ურთიერთსაპირისპიროა, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი ის ძლიერ დაწეულად მიაჩნიათ. 

უმუშევრად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში (დათვლის მომენტში) აქტიურად ეძებდა სამუშაოს. ის, თუ რას ნიშნავს „აქტიური ძებნა“ არ ზუსტდება, და ამის ნებისმიერად ინტერპრეტირება შეიძლება.

ამავდროულად, მომუშავედ მიიჩნევა ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც კვირაში თუნდაც ერთი საათით არის დაკავებული და, ამის სანაცვლოდ, რაიმე ფულს მაინც იღებს.

თუკი ადამიანი არსად არ მუშაობს, მაგრამ სამუშაოს არც ეძებს, მაშინ საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლოგია (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგია) მას საერთოდ არ ითვალისწინებს.

ეკონომისტი თორღულ მაშალი ამ მეთოდოლოგიას არასანდოს და წარმოსახვისთვის „გასაქანის მიმცემს“ უწოდებს. მისი საკუთარი გამოთვლებით, აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებიდან გამომდინარე, 2018 წელს აზერბაიჯანში უმუშევრობა დაახლოებით  20%-ს შეადგენდა.


ასევე წაიკითხეთ