კარაქი მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ორიოდე თვის წინ ამ პროდუქტის ფასი მკვეთრად გაიზარდა" />

აზერბაიჯანში ალკოჰოლი გაძვირდება, კარაქი კი გაიაფდება

კარაქი მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ორიოდე თვის წინ ამ პროდუქტის ფასი მკვეთრად გაიზარდა

აზერბაიჯანში ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციის განბაჟების ფასები 2018 წლის დასაწყისიდან შეიცვლება. ბიუჯეტში შემოსავლის ამ წყაროს ორჯერ ზრდაა გათვალისწინებული. კარაქის საბაჟო მოსაკრებელი კო პირიქით – სამჯერ შემცირდება.

ამჟამად აზერბაიჯანის პარლამენტი მომდევნო წლის ბიუჯეტს განიხილავს და ამიტომ დღის წესრიგში ბიუჯეტის შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებული არაერთი წინადადებაა შესული.

ალკოჰოლი და სიგარეტი

აზერბაიჯანში ერთი ლიტრი ლუდის შესატანად იმპორტიორმა საბაჟოს 1 მანათი უნდა გადაუხადოს. 2018 წლის იანვრიდან კი ეს ფასი ორ მანათამდე გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის, სამირ შარიფოვის თქმით, სააქციზო გადასახადის ზრდა – “შიდა ბაზრის დაცვის საშუალებას მოგვცემს და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაგვეხმარება”.

მსგავსი ანტიკრიზისული ზომების გატარებას ზერბაიჯანის ხელისუფლება ორი წლის წინაც აპირებდა და რეფორმის განსახორციელებლად მაშინაც ახალი წლის წინა პერიოდი შეირჩა. ალკოჰოლი მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით იყიდებოდა და ამიტომ ახალი წლის წინა დღეებში ალკოჰოლი მთლიანად გაქრა მაღაზიის დახლებიდან. 2016 წლის იანვარში ეკონომიკურ კრიზისთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო და ამის გამო ალკოჰოლური რეფორმები შეაჩერეს.

კარაქი

დაახლოებით ორი თვის წინ აზერბაიჯანული მედია და საზოგადოება კარაქის ფასის გამო შეშფოთდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის მანძილზე ამ პროდუქტის ფასი ორჯერ გაიზარდა და ამ მაჩვენებლით სხვა გაძვირებულ პროდუქტებს გადაასწრო. ოფიციალურმა პირებმა ფასების ზრდა იმით ახსნეს, რომ კარაქის საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტი გაძვირდა.

იმავდროულად ეკონომისტმა ნატიგ ჯაფარლიმ თავის “ფეისბუკგვერდზე” დაწერა რომ იმპორტის გადასახადი უნდა შემცირებულიყო და ღირებულების 5%-ის ტოლი უნდა ყოფილიყო, და არა 15%-ის. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში კარაქის ფასი შემცირდებოდა. რამდენიმე დღის წინ მსგავსი წინადადება პარლამენტში იქნა შეტანილი განსახილველად.

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შემდეგ ზეთის იმპორტის მოსაკრებელი ღირებულების 5%-ით განისაზღვრება. ანუ სამჯერ შემცირდება.

ექსპერტ-ეკონომსტი თოღრულ მაშალლი ასე ეხმაურება ამ ცვლილებებს

«პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ სააქციზო გადასახადის გაზრდით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდასა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერას ცდილობენ. მაგრამ ამ მიზნების მიღწევა გაჭირდება, იმიტომ რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მასშტაბები მოსახლეობის შემოსავლების შემცირებასთან ერთად მცირდება. კარაქს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ეს ფასის ფორმირებაზე ზემოქმედების მცდელობაა – ბოლო დროს კარაქი საგრძნობლად გაძვირდა.. იმპორტის მოსაკრებლის შემცირება ფასის 5 პროცენტით შემცირების საშუალებას მაინც მოგვცემს”.

 


ასევე წაიკითხეთ