ზოგან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს თავიდან აირჩევენ" />

აზერბაიჯანში დაიწყეს ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. რას ნიშნავს ეს?

ზოგან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს თავიდან აირჩევენ

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 თებერვლიდან ზოგიერთ ოლქში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება დაიწყო. ამ მომენტისთვის ასეთია 4 ოლქი (125-დან), და ეს პროცესი გრძელდება. ასეთი რამ აზერბაიჯანში პირველად ხდება.

9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“, რომელმაც პარლამენტში 65 ადგილი მიიღო. ოპოზიციონერების უმრავლესობამ და ბევრმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ეს შედეგები სრულად ფალსიფიცირებულად ჩათვალეს.

10 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაციებმა (როგორებიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი უხეში დარღვევების შესახებ განაცხადეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება თავიდან ამას მთლიანად უარყოფდა. შემდეგ დათანხმდა, რომ მოხდა გარკვეული „პროცედურული“ დარღვევები და მათ გამოიძიებენ.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გაიმართა

ყველაფერი აზერბაიჯანის არჩევნების შესახებ. ვიდეო

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი: 

„ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, კუპრის კასრი კოვზი თაფლით დაატკბოს და შედეგები გააუქმოს თუნდაც ცალკეულ ოლქებში, საიდანაც, რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე არასასურველი კანდიდატები გავიდნენ.

რამდენიმე ოლქში შედეგების გაუქმებას არანაირი სერიოზული ცვლილება არ მოჰყვება. ესაა იმიჯის გამოსწორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მკაცრ კრიტიკაზე რაიმე სახის რეაგირების მცდელობა. პარლამენტში „რეფორმატორების“ კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გავა და ამით საკითხი მომდევნო არჩევნებამდე დაიხურება“.


ასევე წაიკითხეთ