შეიცვალა ხელფასი და საარსებო მინიმუმი" />

აზერბაიჯანის პარლამენტმა ახალი საარსებო მინიმუმი დაადგინა

შეიცვალა ხელფასი და საარსებო მინიმუმი

აზერბაიჯანში 2019 წლისთვის საარსებო მინიმუმი, მინიმალური ხელფასის ზომა და საჭიროების კრიტერიუმები დაადგინეს. ყველა ეს თანხა რამდენიმე მანათით გაიზარდა, და ახლა საარსებო მინიმუმი 180 მანათს (დაახლოებით $106) შეადგენს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურება და საჭიროების კრიტერიუმები კი – 143 მანათს (დაახლოებით $ 85).

ანუ, მინიმალური ხელფასი და საჭიროების კრიტერიუმი აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმზე დაბალია. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ასე არ უნდა იყოს. მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა იმას იმიზეზებს, რომ მას მათი გათანაბრების საშუალება არ გააჩნია.

რა ციფრებია ეს?

საარსებო მინიმუმი – ის მინიმალური თანხაა, რაც ადამიანს თვის განმავლობაში ნორმალური კვებისა და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – სამომხმარებლო კალათის ფასი ამ წლის ფასების გათვალისწინებით.

მინიმალური სახელფასო ანაზღაურება – ის თანხაა, რომელზე ნაკლების გადახდა 8-საათიანი სამუშაო დღის მქონე ადამიანისთვის თვიურად არ შეიძლება. ეს თანხა საჭიროების კრიტერიუმს ემთხვევა: ანუ იმ ადამიანებმა, რომლებსაც თვიურად ამ მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სახელმწიფოსგან შემწეობა უნდა მიიღონ.

რა მოუვიდა აზერბაიჯანის ბიუჯეტს 2018 წელს 

ვინ, რატომ და რისთვის აპატიებს ქართველებს მათ საკრედიტო დავალიანებას

საარსებო მინიმუმის ზომა, მინიმალური ხელფასი და , შესაბამისად, საჭიროების კრიტერიუმი, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ყოველ წელს დგინდება და ყოველწლიურად ოდნავ იზრდება.

ისე როგორც 2014-დან 2018 წლამდე საარსებო მინიმუმი 48 მანათით გაიზარდა. 2014-წელს ის 125 მანათს შეადგენდა, 2018-ში კი 173 მანათს მიაღწია. ამავდროულად 2015 წელს ორი დევალვაცია მოხდა, ხოლო მანათი თითქმის ორჯერ გაუფასურდა.

ეს სრულიად საკმარისია?

კომენტარები სოციალური ქსელებიდან:

„ერთი, თვითონ უნდა აიძულო, რომ თვეში 143 მანათად იცხოვროს“;

„ასეთი დეპუტატები რომ გყავს, მტერი რაღად გინდა“;

„გინების გარდა, თავში სხვა არაფერი მომდის“;

ასეთი რეაქცია გამოიწვია დეპუტატ ჰადი რაჯაბლის რეპლიკამ, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ 143 მანათი – სრულიად საკმარისი თანხაა საიმისოდ, რომ ადამიანმა ერთ თვეს იცხოვროს.

თვალსაჩინოებისთვის ეს თანხა რეალურ საქონელზე გადავიანგარიშოთ. მაგალითად, აზერბაიჯანში 84 დოლარად შესაძლებელია ორი ცალი თბილი სვიტერის, ან – 14 კილოგრამი ძვლიანი ძროხის ხორცის ყიდვა.


ასევე წაიკითხეთ