მათ მიაჩნიათ, რომ საქონლის დაკვლის ახალი წესების დაცვა ზედმეტად ძვირი ჯდება" />

აზერბაიჯანის ქალაქ შეკიში ყასბები გაიფიცნენ

მათ მიაჩნიათ, რომ საქონლის დაკვლის ახალი წესების დაცვა ზედმეტად ძვირი ჯდება

ქალაქ შეკის ცენტრალურ ბაზარზე (ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში), უკვე ორი დღეა, ყასბები სამუშაოდ არ გადიან, საქონელს არ კლავენ და ხორცს არ ყიდიან – იმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომ ბაზრის ადმინისტრაცია მათ, თითოეული დაკლული ცხოველის სანაცვლოდ, 4 მანათს ართმევს (დაახლოებით 2$). ეს არის მათთვის მიჩენილი ადგილისა და სანიტარული ანალიზის გადასახადი, რადგან ახალი წესების მიხედვით, ცხოველების დაკვლა მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ პუნქტებში შეიძლება.

ეს ხორცის ფასს აძვირებს. ყასბები შიშობენ, რომ ფასის გაზრდა, თავის მხრივ, მათ საქონელზე მოთხოვნას შეამცირებს და ზარალს მოუტანთ. ამჟამად ამ ბაზარზე ერთი კილოგრამი ცხვრის ხორცი 7-10 მანათი (4-6$) ღირს, ძროხის ხორცი კი – 10 მანათი (6$).

ამის შესახებ ჰყვება სააგენტო „ტურანი“ამ ინფორმაციას შეკის ზოგიერთი მაცხოვრებელი სოციალურ ქსელებშიც ადასტურებს. ხორცის დეფიციტი მათ არ აშინებთ – არსებობს სხვა მაღაზიებიც, სადაც მისი შეძენა შეიძლება. სახელმწიფო სტრუქტურებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ და მასზე რეაქცია არ მოუხდენიათ.

ამავდროულად ჟურნალისტი ნატიკ ჯავადლი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერსრომ ის დაუკავშირდა ერთ-ერთ შეკელ ყასაბს, რომელიც გაფიცვის ფაქტს უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ივნისის შუა რიცხვებიდან  მთელს ქვეყანაში საქონლის დაკვლა და დანაწევრება მკაცრად კონტროლდება. ამ ყველაფერს აკვირდება სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტო.

•  ძროხებსა და ცხვრებს ზედ ქუჩაში, გამვლელების თვალწინ კლავენ, ხშირად ყველანაირი სანიტარული ნორმის დაცვის გარეშე


ასევე წაიკითხეთ