სპეცოპერაციის დროს დაჯგუფების ოთხი წევრი მოკლეს" />

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

სპეცოპერაციის დროს დაჯგუფების ოთხი წევრი მოკლეს

“ბაქოში 31 იანვარს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურებული ტერორისტული დაჯგუფების ოთხი წევრი, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აფეთქებებს ამზადებდნენ”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურის თანახმად, ტერორისტები მას შემდეგ დახოცეს, რაც მათ პისტოლეტებისა და ავტომატების გამოყენებით ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიის გარეთ მოქმედ ორგანიზაციას მიეკუთვნება, იძენდა ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და იარაღს, და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. გამოძიების ჩატრების შემდეგ მოცემული ინფორმაცია დადსტურდა”.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ოპერაციის დროს დაღუპულთა ვინაობას ასახელებს.

“გადაუდებელი ზომების საფუძველზე, რელიგიური ექსტრემიზმის ნიადაგზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა მზადებაში ეჭვმტანილთა – აზერბაიჯანის მოქალაქეების – მ.ულუბეკოვის, მეტსახელად – “აბუ ხაფსა”, გ. დამიროვის , მეტსახელად – “აბდულგარიბი”, ფ.სადიგოვის, მეტსახელად – “აბდულხალიდი” , ტ. ალმამედოვის და ს. მამედოვის, მეტსახელად “აბდულლახი”, დასაკავებლად ჩატარდა სპეცოპერაცია.

ოპერაციის დროს მ. ულუბეკოვმა, ტ.ალმამედოვმა, გ.დამიროვმა და ს. მამედოვმა ავტომატიდან და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნეს. იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, სპეცჯგუფი იძულებული გახდა, ისინი სამსახურებრივი იარაღით გაენადგურებინა. ფ.სადიგოვი დაკავებულია როგორც ეჭვმიტანილი პირი.

ახლა ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი სამინისტროს დაშლის შემდეგ.


ასევე წაიკითხეთ