კორუფციული სკანდალის ფინალი: მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სომხეთშია დაპატიმრებული " />

SOCAR-ს ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

კორუფციული სკანდალის ფინალი: მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სომხეთშია დაპატიმრებული

ახლოვდება კვანძის გახსნა იმ არეულ-დარეულ კორუფციულ ისტორიაში, რომელიც უკვე ხუთ წელიწადს გრძელდება. მასში გარეულია 10 ამერიკელი კონგრესმენი და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR. კონგრესმენებს ბრალად სდებენ იმას, რომ 2013 წელს ისინი აზერბაიჯანში კონფერენციაზე SOCAR-ის ხარჯით ჩამოვიდნენ და მისგან ძვირფასი საჩუქრებიც მიიღეს.

საუბარია კონფერენციაზე – Azerbaijan Convention: Vision for the Future, რომელიც 2013 წლის მაისში ჩატარდა. როგორც Washington Post წერს, მანამდე SOCAR და რამდენიმე სხვა ენერგეტიკული კომპანია სხვადასხვა გზას ეძებდნენ, რათა ამერიკული სანქციები არ ამოქმედებულიყო ტრანსანატოლიის გაზსადენის პროექტის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მისაწოდებლად იყო განკუთვნილი. აშშ-მ ამ პროექტს, მასში ირანის მონაწილეობის გამო, სანქციები დაუწესა.

საბოლოოდ, Washington Post-ის ინფორმაციით, SOCAR-მა კონფერენცია კონგრესმენების მოსასყიდად გამოიყენა. მხოლოდ დაპატიჟებულთა ავიაბილეთებში (10 კონგრესმენი და მათი 32 თანაშემწე) $112 დოლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ყველა მათგანმა ძვირფასი საჩუქარი მიიღო – აბრეშუმის თავსაფრები, ხალიჩები, ბროლი.

ამ საჩუქრების ღირებულება დასაშვებ $350-ს აჭარბებდა – სწორედ ამ ღირებულების საჩუქრის მირთმევაა დაშვებული ამერიკის კონგრესის წევრებისთვის. ეს ყველაფერი არღვევს აშშ-ს კონგრესის ეთიკურ ნორმებს და ფედერალურ კანონებს, რომელიც უცხოეთის მთავრობებს ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას უკრძალავს.

ორი წლის შემდეგ კონგრესმენებს განმარტებები მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მათგანმა, მაგალითად დევისმა, თქვა, რომ უბრალოდ არ იცოდა, რომ კონფერენციას SOCAR აფინანსებდა. მან პირობა დადო, რომ ორგანიზატორებისგან საჩუქრად მიღებულ ხალიჩას მუზეუმს ან საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემდა.

თავად SOCAR აცხადებს, მას ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობა არასდროს დაუმალავს, მაგრამ ეს ღონისძიების სპონსორი არაკომერციული ფონდების გადინებაში სათანადოდ ვერ აისახა.

ამ ყველაფერში კიდევ ერთი პერსონაჟია გარეული – კემალ ოკსუზი, რომელიც სწორედ ამ არაკომერციული ფონდებიდან ერთგვარ შუამავლობას სწევდა SOCAR-სა და კონგრესმენებს შორის. საბოლოოდ ოსკუზი გაიქცა და ის ახლახან სომხეთში ინტერპოლმა დააკავა. სწორედ მისი დაპატიმრება გახდა ეთიკის კომიტეტის გამოძიების ბოლო რგოლი, ასევე იმის მიზეზი, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ისევ ამ სკანდალზე ალაპარაკდნენ.

კონფერენცია მთლიანობაში ორი მილიონი დოლარი დაჯდა, რომლიდანაც 750 ათასი ოკსუზმა უშუალოდ SOCAR-სგან მიიღო, დანარჩენი კი – ყალბი კომპანიებისგან. სხვა სიტყვებით, ის თავს ამ ღონისძიების ორგანიზატორად აჩვენებდა, და ამ გზით SOCAR-ს ხელს აფარებდა.

“შესაძლოა, ეს კორუფციაა, არ ვიცი“, – ამბობს ოკსუზი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ