ახლა ამ სიაში აზერბაიჯანის სამი ისტორიული ძეგლი შედის " />

აზერბაიჯანის ისტორიული ქალაქი ‘შეკის’ ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

ახლა ამ სიაში აზერბაიჯანის სამი ისტორიული ძეგლი შედის

აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ შეკის ისტორიული ცენტრი იქ განლაგებულ ხანის სასახლესთნ ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.  

• შებკე  – ტრადიციული აზერბაიჯანული ვიტრაჟები

• აზერბაიჯანული თავსაბური ქალაღაი – რა არის, და როგორ აკეთებენ მას

ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შედის მთელი მსოფლიოს ბუნებრივი და ხელით შექმნილი ის ობიექტები, რომლებსაც, იუნესკოს აზრით,  განსაკუთრებული ისტორიული და ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ, და ამიტომ დაცვასა და პოპულარიზაციას საჭიროებენ.

უძველესი ქალაქი შეკი დიდი კავკასიის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. მთავარი ღირსშესანიშნაობაა – ხანის სასახლე, რომელიც XVIII-ე საუკუნეშია აგებული. ეს შეკის ხანების ყოფილი რეზიდენციაა. ორსართულიან შენობაში – ექვსი ოთახი, ოთხი დერეფანი და ორი სარკეებიანი აივანია. შენობის თითქმის ყველა კედელი მოხატულია, ფასადს კი ვიტრაჟული ფანჯრები ამშვენებს.

ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები სასახლისა და შეკის მთელ ისტორიული ცენტრის შეფასებას ექვს წელიწადს მოუნდნენ. იუნესკოს სიაში მისი შეტანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2019 წლის 7 ივლისს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ბაქოში გამართულ სესიაზე   მიიღეს იუწყება Azertag.

ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანული ისტორიული ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდება. ამ სიაში უკვე შესულია ბაქოს ისტორიული ცენტრი (იჩერი შეჰერი), ქალწულის კოშკთან ერთად, ასევე – კლდის მხატვრობით დამშვენებული ჰობუსტანის არქეოლოგიური ნაკრძალი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ