ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველო ყველაფერს უარყოფს " />

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პოლიცია მის გატაცებასა და წამებაში დაადანაშაულა

ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველო ყველაფერს უარყოფს

ჟურნალისტმა და ბლოგერმა ისმაილ ისლამოღლუმ, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს ხელისუფლებას, პოლიციის თანამშრომლები წამებაში, მუქარასა და განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დაადანაშაულა, თავად პოლიცია ამას სრულიად უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, მათ დაკარგული ჟურნალისტი მოძებნეს და შინ დააბრუნეს.

რა მოხდა? ორი ურთიერთსაპირისპირო ვერსია

ისმაილ ისმალოღლუ – ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13-ის ახალი ამბების წამყვანია. 26 ოქტომბერს, საღამოს, მისმა ახლობლებმა Facebook-ზე განაცხადეს, რომ ისმაილი გაქრა: სამსახურიდან გავიდა და შინ არ მისულა, თუმცა აპირებდა. მათ პოლიციაში განცხადება შეიტანეს, მაგრამ გამქრალი ჟურნალისტის შესახებ სამი დღე-ღამის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. მეოთხე დღეს ძებნას შეუერთდა ადვოკატი ბახრუზ ბაირამოვი. მან ივარაუდა, რომ ისმაილი შეიძლებოდა დაკავებული ყოფილიყო, მან პოლიციისა და სასამართლოს სხვადასხვა სამმართველოში მოთხოვნები  გაგზავნა, თუმცა ყველგან პასუხობდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი  იცოდნენ.

 სამუდამო ვადით მსჯავრდებული სომხეთში წერილებს მათ სწერს, ვინც თავისუფალია 

 სამხრეთი კავკასია და რუსეთი სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს იხსენებენ  

 აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები ციხის ცხოვრებაზე ჰყვებიან 

მალე კი ჟურნალისტი თავადაც გამოჩნდა და Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ 26 ოქტობერს საღამოს ის  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ორმა ადამიანმა დააკავა და ბაქოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიიყვანა, სადაც მან სამი დღე დაჰყო.

უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მირტყამდნენ, თავზე პოლიეთილენის პაკეტი ჩამომაცვეს, და რამდენიმე საათს ფეხზე მდგომი მამყოფეს, მემუქრებოდნენ არამხოლოდ მე, არამედ ჩემს ახლობლებსაც, შემდეგ კი მიბრძანეს, ხელისუფლების კრიტიკა შემეწყვიტა, და არავისთვის მეთქვა, თუ რა გადამხდა ,- თქვა ისლამოღლუმ.

მან საჩივარი გაუგზავნა გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს იმ მოთხოვნით, რომ ეს ინციდენტი გატაცებად კვლიფიცირებულიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

მაგრამ ქალაქ ბაქოს მთავარი სამმართველო ჟურნალისტის დაკავების ინფორმაციას უარყოფს. პოლიციის ვერსიით, მათ გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მისი ძებნა დაიწყეს. და როდესაც იპოვეს, მთავარ სამმართველოში მიიწვიეს პროფილაქტიკური გასაუბრებისთვის. შემდეგ კი გადასცეს პოლიციის 28-ე განყოფილებას, სადაც განცხადება იყო შეტანილი.

უფლებადამცველებისა და კოლეგების აზრი

ბევრი უფლებადამცავი თანხმდება, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მისი პოსტების გამო, ისლამოღლუ შეიძლებოდა ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო.

 „როგორც ჩანს, ხელისუფლება აქტივისტებზე ზეწოლის ახალ მეთოდს მიმართავს. მათ ოფიციალურად არ აპატიმრებენ, თუმცა მოკლე დროით აკავებენ და მათ დაშინებას ეწევიან“, – ამბობს პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრის კოორდინატორი ოგტაი გიულალიევი. ის დასძენს, რომ ეს უკვე პირველი ასეთი შემთხვევა არ არის.

ახლახან ისალამოღლუ აზერბაიჯანში რობოტი სოფიას მიწვევას დასცინოდა. სახელმწიფო ტელევიზიით მისი პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის გადაცემას.დამოუკიდებელი ტელეარხის  Turan-ის ხელმძღვანელის, პოლიტემიგრანტი განიმატ ზაჰიდის აზრით, სწორედ ეს გახდა დაკავების მიზეზი.

უკვე რამდენიმე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერია დაკავებული, დაპატიმრებული და პატიმრობამისიჯილი. საზოგადოება და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები ამას მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მათ შორისაა, მაგალითად, ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს. მუხტარლის თქმით, ის  საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ