სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 22 შემთხვევა დარეგისტრირდა
სომხეთში 16 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 22 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში დაინფიცირების გამოვლენის ყველაზე მაღალი რიცხვია. თავიდან ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის მხრიდან 15 ახალი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ცნობა:
„ზოგიერთი მათგანი უკვე იზოლირებული იყო, ახლა მათი ბოლოდროინდელი კონტაქტები დგინდება. მთლიანობაში 45 გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს, ერთი პაციენტთაგანი განიკურნა“, – განაცხადა მან საკუთარ Facebook-გვერდზე.
მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გაჩნდა ცნობა კიდევ შვიდი დაინფიცირებულის შესახებ.
ახალი დაინფიცირებულების შესახებ შეტყობინება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოაცხადა.
• კორონავირუსი: არავითარი გადაკოცნა, მისალმება იდაყვებით და ფეხსაცმელებით. ვიდეო