უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა: არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. არკადი კასრაძე და ალიკა ცაავა პარტიზანები იყვნენ, ისინი რუბეჟნოეში, ერთ-ერთი დასახლების გაწმენდის დროს, ჩასაფრებით მოკლეს.
არკადი ბიწაძე სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე. ვიდეოს მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს:
ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საელჩოც.
დღევანდელ დღემდე რუსი ოკუპანტების მსხვერპლი 6 ქართველი სამხედრო იყო: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ხელისუფლების წევრებიდან მათ დაკრძალვას მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო, მთავრობის სხვა წევრები სამძიმარზე არ გამოჩენილან. უკრაინაში დაღუპული ქართველები არც ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ იმ ფონზე, როცა მოხალისეებს არ გზავნიან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, “წამახალისებელი ეფექტი” ჰქონოდა.
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● ხუთი ნაბიჯი, რომლითაც ნატოს შეუძლია ახლავე დაეხმაროს უკრაინას