უცხოელებთან მისვლა საკმარისი არაა, ჩვენთანაც მოვიდნენ - მეუფე იაკობი ოპოზიციას მიმართავს
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას განაცხადა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ. მისი თქმით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ქადაგებისას მან ასევე ისაუბრა კორონავირუსის გავრცელებაზე და ის არჩევნების წინა პერიოდს დაუკავშირა, ხოლო ამჟამინდელ მდგომარეობას, ჩიხური უწოდა.
___________________
მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ
● თბილისს ხატით შემოუფრინა მეუფე იაკობმა და კორონავირუსის წინააღმდეგ ლოცვა აღავლინა
● ციანიდის საქმე. რეალური თავდასხმა თუ საპატრიარქოს კარის თამაშები?
ეპისკოპოსის თქმით, დღეს საქართველოში ჩიხური მდგომარეობაა. კორონავირუსის პანდემიის გამო, არჩევნებს ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა და ვირუსიც სწორედ არჩევნებამდე გავრცელდა, რადგან პოლიტიკოსები სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ.
ახლაც ხედავთ რა პროცესებია და რაც არ უნდა შეზღუდო, არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა
მისი თქმით, ის, დღეს რაც ხდება, ყველას დანაშაულია.
„არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა. ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ”, – აღნიშნა იაკობმა.
მან ასევე ისაუბრა ამერიკელების ვიზიტზე, რომელიც მათ საპატრიარქოში ჰქონდათ.
“განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს”, – აცხადებს სასულიერო პირი.
მეუფე იაკობის ამ მოწოდებას გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას კი ეკლესიის საქმე აქვს, და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პრობლემა არა მოდერატორებში, არამედ – ქართულ ოცნებაშია.