ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

რუსული ფაქტორი თურქული საფრთხის წინააღმდეგ: ვინ „გადაარჩენს“ სომხეთს

როგორ ჩამოყალიბდა სომხურ საზოგადოებაში ნარატივი, რომ „თურქეთისგან მხოლოდ რუსეთი გადაგვარჩენს“

photo icon

„სამხედრო ალაფის პარკი“ ბაქოში – მხურვალე მხარდაჭერა და სასტიკი დაგმობა

„სამხედრო ალაფის პარკი“ ბაქოში ადგილობრივმა საზოგადოებამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო

მშობლებს, რომლებმაც ომის დროს შვილი დაკარგეს, სომხეთში უფასო რეპროდუქციულ დახმარებას სთავაზობენ

ადამიანის რეპროდუქციის ცენტრი ერთ-ერთია, სადაც მშობლებს უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ

Halo Trust-ი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს

HALO Trust-ი მთიან ყარაბაღში თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს

მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ დანაღმული ველების რუკა თურქულ სპეცსამსახურებს გადასცა

photo icon

იყო თუ არა ყარაბაღის მეორე ომი „შეთანხმებული“? - კომენტარი ბაქოდან

აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო მინისტრი განიხილავს თემას, იყო თუ არა ყარაბაღის ომი დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმებული

photo icon

იყო კი „ისკანდერი“? – მოსაზრებები ბაქოდან

ფაშინიანის განცხადების შემდეგ „ისკანდერის" გამოყენების თაობაზე, ბაქოდან საკითხი კატეგორიულად დასვეს - იყო კი „ისკანდერი“?

გენშტაბი პრემიერის გადადგომას ითხოვს

სომხეთის სამხედრო გენშტაბი პრემიერის გადადგომას ითხოვს. ფაშინიანის თქმით, ეს სამხედრო გადატრიალებაა

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადებას ხელი გენშტაბის მთელმა ხელმძღვანელობამ მოაწერა

პრემიერ ფაშინიანის ინტერვიუ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსული იარაღი გააკრიტიკა, მოსკოვში ის სიცრუეში დაადანაშაულეს

ფაშინიანი: „რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ არ აფეთქდა ან მხოლოდ 10 პროცენტი აფეთქდა“

photo icon

რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში? - კომენტარი ბაქოდან

პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი პასუხობს კითხვაზე, რომელიც ბევრს აინტერესებს: რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში

ყარაბაღი, არცახი, მთიანი ყარაბაღი, რუსი მშვიდობისმყოფელები, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახალი ამბები ყარაბაღი, ახალი ამბები სომხეთი,

როგორ შეიძლება შევიდეთ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე: ახალი წესები

უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის წესები ომისშემდგომი ვითარების გამო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიცვალა

რობერტ კოჩარიანი, სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი, რიგგარეშე არჩევნები სომხეთში,

„ჩვენ გავიმარჯვებთ“: სომხეთის ექსპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

თუმცა, რობერ კოჩარიანი მიიჩნევს, რომ ამ მომენტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სახიფათოა

თათულ აკოფიანი, სომხურ საზოგადოებაში გამჯდარი მოსაზრებები, სტერეოტიპები, მარცხი ყარაბაღის ომში, ანალიტიკა, მოსაზრება, ახალი ამბები სომხეთი,
photo icon

მოსაზრება: მითებმა და ბუნდოვანმა რეალობამ სომხების ომში დამარცხება გამოიწვია

ანალიტიკოსი თათულ აკოფიანი - სომხურ საზოგადოებაში გამჯდარი 5 მცდარი შეხედულების შესახებ ყარაბაღის კონფლიქტზე, მოწინააღმდეგის ზრახვებსა და თავიანთ შესაძლებლობებზე

ალიევი, ფაშინიანი და პუტინი კავკასიაში გზების გახსნაზე შეთახმდნენ. რა იცვლება საქართველოსთვის?

თორნიკე შარაშენიძე აანალიზებს რა პრობლემები დგას საქართველოს სატრანზიტო კორიდორების წინაშე ყარაბაღში ბოლო ომის შემდეგ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა