ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

ვითარების გამწვავება მთიან ყარაბაღში

სომხეთი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეჭრაზე იუწყება, ბაქო ამას პოზიციების დაზუსტებას უწოდებს

რა ხდება კონფლიქტის ზონაში - კომენტარები ერევნიდან და ბაქოდან

ანკლავები - სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების კუნძულები

2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში, ანკლავების გაცვლა/დაბრუნების საკითხიც შევიდა

რუსეთ-აზერბაიჯანის დეკლარაციაზე ხელმოწერა

სომხეთს „არანაირი პოზიცია არ აქვს“ რუსეთ-აზერბაიჯანის დეკლარაციასთან დაკავშირებით

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და აზერბაიჯანი, ოფიციალური ერევნის „დაგვიანებული რეაქცია“, ოპოზიციის შეფასება და ექსპერტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ამ დოკუმენტის ხელმოწერა

„უაღრესად სასარგებლო შეხვედრა“ - ფაშინიანი და ალიევი პუტინს შეხვდნენ

შედეგად ერთობლივი განცხადება მიიღეს და დაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირაში

დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები: მხარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლების შედეგებზე

შეტაკებებში 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 13 ტყვედ ჩავარდა, 24 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ვითარების გამწვავება საზღვარზე

საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. მოწოდება რუსეთისადმი, რომ ჩაერიოს

სომხური მხრიდან 15 ადამიანი დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების შედეგად

„აზერბაიჯანმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი“ - ექსპერტები სამმხრივი შეთანხმების შესახებ

აზერბაიჯანელი ექსპერტები განიხილავენ შეთანხმების პლუსებსა და მინუსებს

ფაშინიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

ზავის დადებიდან ერთი წლის შემდეგ: ფაშინიანმა ომის შემდგომ ვითარებაზე ისაუბრა

ფაშინიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეეხო სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს

photo icon

ბაქოში, სამხედრო ალაფის პარკიდან, მულაჟები და ჩაფხუტები გაუჩინარდა - ფოტო

ბაქოში, სამხედრო ალაფის პარკში, ვეღარ ნახავთ ვერც სომეხი ჯარისკაცების მულაჟებს, ვერც „მტრის ჩაფხუტების“ ხეივანს

ურთიერთობის გამწვავება ირანსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი-ირანი-აზერბაიჯანი: სატრანსპორტო დერეფნების „ომი“. მოსაზრება ერევნიდან

სომხეთში იმ პერსპექტივებს განიხილავენ, რომელიც ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამწვავების შედეგად გაჩნდა

ყარაბაღის ომის ერთი წლისთავი
photo icon video icon

სხვა მიწა: მთიანი ყარაბაღი ომიდან ერთი წლის შემდეგ

არტურ ხაჩატრიანმა ის ადგილები შემოიარა, სადაც ომის დროს იმყოფებოდა და გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა იქ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა