ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

90 წამი: "კოლექტიური მეხსიერების არქივი", 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტი - გამოფენაზე თბილისში

ლიტერატურის მუზეუმის სამი დარბაზი და სამი ისტორია დოკუმენტებსა და ვიდეო ინტერვიუებში: შეიარაღებულ კონფლიქტამდე (1989-1992), საბრძოლო მოქმედებების დროს (1992-1993) და ომის შემდგომ პერიოდში 1995 წლამდე

,,კონფლიქტის დერეფნებში": თბილისში აფხაზეთის ომის შესახებ გამოფენა გაიხსნა

გამოფენა 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასზე სხვა მასალებთან ერთად წარმოდგენილი იქნება 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების მონაწილეთა ვიდეო და აუდიო ინტერვიუები

photo icon video icon

აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ - დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?

ბევრი საკუთარ საცხოვრებელს სასამართლოს შემდეგაც ვერ იბრუნებს. მალე კი ქართველების საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავენ

ქართველები აფხაზეთში გვარებს იცვლიან და, ამასთან ერთად, ეროვნებასაც

ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის აფხაზები იყვნენ და ახლა მხოლოდ „ისტორიულ სამართლიანობას აღადგენენ“

აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

როგორ გადავწყვიტოთ ენერგოკრიზისი აფხაზეთში და გადავარჩინოთ უნიკალური ენგურჰესი? პრობლემების ანალიზი და რეპორტაჟი

მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი: შურისძიების სურვილი ხელს გვიშლის აფხაზებში ადამიანი დავინახოთ

ქართველი მწერალი, რომელიც აფხაზეთის დროშიანი მაისურის გამო გააკრიტიკეს, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე საუბრობს

თბილისი. ფოტო: შაკო მამუკაშვილი

გაივლის თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების ტრანზიტისთვის ალტერნატიული გზების შექმნა ორი ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში დიდი ხანია არსებობს, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ჭიანურდება.

მარია ზახაროვა: როგორც იქნა, საქართველომ აღიარა, რომ ოსები და აფხაზები არ არიან მისი მოქალაქეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა

photo icon

„ბინადრობის უფლება“ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის - პრობლემის გადაწყვეტა თუ ახალი თავსატეხი?

იურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალ „საპასპორტო“ კანონმდებლობას აანალიზებენ

სიცოცხლე, თუ სიკვდილი - რა აიძულებს აფხაზებს, რომ სამკურნალოდ თბილისში ჩავიდნენ

საიდუმლო არავისთვისაა, რომ აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში დადიან

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა