მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

video icon

ვანო მერაბიშვილი - ყოფილი პრემიერი და მატროსოვის ციხის ყოფილი ტუსაღი (ვიდეო)

მერაბიშვილი პოლიტიკაში მოდის და პირობას დებს, რომ “ივანიშვილის რეჟიმს” დაასრულებს

გიგი უგულავა ციხეში - რას ნიშნავს ეს და რა იქნება შემდეგ? ანალიზი და შეფასებები

პოლიტიკოსები და ექსპერტები უგულავას "პოლიტპატიმარს" უწოდებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეპრესიებზე საუბრობენ

მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ეკა კვესიტაძე

სააკაშვილი უახლოეს თვეებში უკრაინის დატოვებას და საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში თავს კარგად გრძნობს, თუმცა, საქართველო უნდა გადაარჩინოს

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სააკაშვილის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ პოროშენკოს ბრძანებულების გაუქმების თაობაზე

როგორ გახდეს საქართველო ისევ დიადი: კამათობენ მიხეილ სააკაშვილი და ტომ დე ვაალი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში დასავლელმა ექსპერტმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები განსხვავებულად შეაფასეს

სააკაშვილი: შემომიშვით საქართველოში და ნახეთ ვინ მოიგებს არჩევნებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა