გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზია წყლით მომარაგების ტარიფის გაზრდა. თბილისის წყალმომარაგების კომპანია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბანოების მესაკუთრეებს, მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულებასაც სთხოვს.
“წყალკანალმა აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0,90 თეთრი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დააწესა.
აბანოების მეპატრონეები ამ საკითხში თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, თუ აღნიშნული პრობლემა ერთი კვირის ვადაში არ გადაწყდება, 17 მარტიდან აბანოების მუშაობა შეჩერდება.